მიხეილ სააკაშვილი არ შეცვლილა. ჩვენც ველოდით, რომ ის შეიცვლებოდა და რამე სხვას იტყოდა, – ამის შესახებ "გირჩის" ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ხვიჩიას შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიას დაკავებას საკუთარი მიზნებისთვის იყენებს.
"ამიტომაც, ვაფრთხილებდით ხელისუფლებას, რომ ნიკა მელიას დაჭერა არ შეიძლებოდა, ეს იყო მიშას თამაში, მას უნდოდა შეთანხმებების ჩაშლა და მაგიდის აყირავება და ის პოლიტპატიმარს გამოიყენებდა საკუთარი მიზნებისთვის. ამას აკეთებს სააკაშვილი ახლა. სწორედ იმიტომ, რომ ხელისუფლებას ჰყავს დაჭერილი ნიკა მელია, ის თვლის, რომ მას აქვს უფლება სამართლიანი პროტესტი და გულისწყრომა, რომელიც მოდის ხელისუფლების მისამართით, ამაში გაფლანგოს", – განაცხადა ხვიჩიამ.
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი განცხადებით, პლებისციტის იდეას არ ეთანხმება. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, უახლოეს პერიოდში უნდა მოხდეს ნიკა მელიას უპირობო გათავისუფლება ყოველგვარი მანიპულაციების გარეშე.