პლებისციტის იდეის უარყოფა "სტრატეგია აღმაშენებლისთვის" პოლიტიკური კრიზისის კიდევ უფრო დიდ ჩიხში შესვლას გულისხმობს, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.
"რამდენიმე დღის წინ ოპოზიციის გაერთიანებულ შეხვედრაზე "ნაციონალურ მოძრაობას" კვლავ იგივე პოზიცია ჰქონდა, რომ დიახაც, თუ პლებისციტი დადგება ეს იქნება მიღწევა ოპოზიციისთვის. თუ "ნაციონალური მოძრაობა" გადათქვამს, გაიზიარებს მიხეილ სააკაშვილის პოზიციას, მათი პოზიცია შეიცვლება და ის იქნება ჩვენგან განსხვავებული", - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
იქამდე, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დათანხმება პლებისციტზე.