ნიკუშა შენგელაია: არჩევანი არის მშვიდობას, ნორმალურ განვითარებასა და დესტაბილიზაციასა და გაურკვევლობას შორის
ნიკუშა შენგელაია: არჩევანი არის მშვიდობას, ნორმალურ განვითარებასა და დესტაბილიზაციასა და გაურკვევლობას შორის
კატეგორიის სხვა სიახლეები
პარადოქსია მართლაც, როცა ეს ადამიანი აცხადებდა, რომ შიმშილობდა, მაშინ ჭამდა და როცა ახლა არაფერს ამბობს და არ შიმშილობს, აღმოჩნდა რომ ნახევრად შიმშილობს და არ იღებს ჩვეულებრივად საკვებს
10:43 / 08.12.2022
სააკაშვილის შესახებ მოსამართლე გადაწყვეტს თავისი შეხედულებით, იმ დასკვნიდან გამომდინარე, რომელიც ხელთ ექნება
01:40 / 08.12.2022
ჩემი ვარაუდით, მიხეილ სააკაშვილს სასჯელს არ გადაუვადებენ, – განაცხადა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას.

„ქართული ოცნება“ არ გამოუშვებს სააკაშვილს და ამიტომ. არ მჯერა, რომ სასამართლო დამოუკიდებლად მიიღებს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ელისაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, მოვლენათა როგორ განვითარებას ელოდება ამ შემთხვევაში, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს არ გაათავისუფლებენ და „ნაციონალური მოძრაობა“ ამას უნდა შეეგუოს.

„რანაირად უნდა გამოუშვან, ციხეს შეანგრევენ, გაანგრევენ და გამოიყვანენ, თუ რა? რეალურად და ობიექტურად თუ გვინდა, შევხედოთ, სააკაშვილს არ გამოუშვებენ, არც საზღვარგარეთ გაუშვებენ და არც არსად. ასევე, მოდით, მეორე მხრიდანაც ვთქვათ. ახლა, სინამდვილეში, პატიმარი სააკაშვილი ციხეში არ იმყოფება. ის კლინიკაში იმყოფება და რამდენი პატიმარი სარგებლობს ასეთი პრივილეგიით, ხომ?“, – განაცხადა ელისაშვილმა.

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, მას არ მიაჩნია, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმარია, მან მძიმე დანაშაულები ჩაიდინა, თანამდებობაზე ყოფნა ინდულგენცია არ არის და ჩადენილი დანაშაულების გამო უნდა დაისაჯოს.

„შესაბამისად, არ მიმაჩნია, რომ ის არის პუტინის პატიმარი და რაღაც იმის პატიმარი. მან დააშავა, მძიმე დანაშაულები ჩაიდინა და ამის გამო სასჯელი უნდა მოიხადოს“, – განაცხადა ელისაშვილმა.

მისი თქმით, სააკაშვილის ჩამოსვლა პოლიტიკური შეცდომა იყო.

„სააკაშვილის ჩამოსვლა პოლიტიკური შეცდომაა, თუმცა ამაზე ლაპარაკი არ მინდა, მისმა თანაგუნდელებმა ილაპარაკონ, მაგრამ ასე არ უნდა ჩამოხვიდე. სააკაშვილმა იმ ფორმით ჩამოსვლით შეურაცხყოფა მიაყენა ქვეყანას. ორჯერ რომ პრეზიდენტი იყავი და ორჯერ რომ მთავარსარდალი იყავი, რატომ იპარები ამ კონტეინერით?“, – განაცხადა ელისაშვილმა.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, დაარწმუნეს თუ არა მიხეილ სააკაშვილი ჩამოსვლაზე, რაზეც მამუკა ხაზარაძე საუბრობს, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ მან ეს არ იცის.

„მე არ ვიცი, ნამდვილად. ხაზარაძე უფრო არის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ახლოს და ჰკითხოს. იმას უფრო მეტი ეცოდინება და ჰკითხეთ, მე არ ვიცი“, – განაცხადა ელისაშვილმა.

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ნაციონალური მოძრაობის სამოქმედო გეგმა - ინტერვიუ ალეკო ელისაშვილთან #დღისთემა
მსგავსი: სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და...
როგორც ელისაშვილმა ასევე აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის ციხეში ყოფნა ლოგიკურად და სამართლიანად მიაჩნია, მის ჯანმრთელობაზე მთლიანად ხელისუფლებაა პასუხისმგებელი.

„დღეს რომ გამოვიდა ღარიბაშვილი და ძალიან უპასუხისმგებლოდ თქვა, მე რა შუაში ვარ კაცო, ღმერთს ებარებოდეთო, ასე არ არის. ციხეში პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებელია ხელისუფლება, ნებისმიერი პატიმრის მდგომარეობაზე. მე არ ვიცი, რაც შესაძლებელია და შეუძლებელია, ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ სააკაშვილი იყოს იქ ცოცხალი და იყოს ჯანმრთელად. ეს არის ორჯერ ორი ოთხი. კი ბატონო, ის არ იმყოფება საპატიმროში, იმყოფება კლინიკაში, ეს არის სწორი, კარგი და მისი ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ყველაფერი“, – განაცხადა ელისაშვილმა.

შეკითხვაზე, რა შეფასებას მისცემს სააკაშვილის მოწამვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, რაც „ემპათიას“ დასკვნაშიც მოხვდა, ელისაშვილმა განაცხადა, რომ მოწამვლას გამორიცხავს.

„მაგის არ მჯერა. ჩრდილოეთ კორეაში ხომ არ ვცხოვრობთ ახლა, რა მოწამვლის კვალი? მთელი მსოფლიო გამადიდებელი შუშით უყურებს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და ასეთ რაღაცას გამოვრიცხავ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ამასთან, გადაცემის წამყვანმა სტუმარს ჰკითხა, იმოქმედებს თუ არა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პერსპექტივაზე სააკაშვილის საკითხი და მისი ჯანმრთელობის თემის გარშემო არსებული დილემა, რაზეც ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ რომ ეს საკითხი კანდიდატის სტატუსზე არანაირად არ აისახება.
01:38 / 08.12.2022
პარტიამ უნდა მოახდინოს იმის დემონსტრირება, რომ ის არის ერთიანი და ჩვენი მხარდამჭერები ფიზიკურად მივლენ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დასასწრებად
01:36 / 08.12.2022


„პრემიერ-მინისტრს შეურაცხმყოფელი კითხვით მიმართავენ ვის მხარეს დგას. საქართველოში თავმოყვარე არც ჟურნალისტმა არც რესპონდენტს, არავინ არავის არ უნდა აკადროს ეს კითხვა. საქართველოს რაც შეუძლია, შესაძლებლობის მაქსიმუმის ზღვარზე გადის და ეს მაქსიმუმი ზღვარი მაგალითად, ამის ინდიკატორი არის ჰააგაში სამხედრო ტრიბუნალთან მიმართებაში საქართველოს პოზიცია“- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE” განაცხადა.
00:25 / 08.12.2022


,,რამდენიმე მიმართულებით იბრძვიან. ერთი, ებრძვიან მშვიდობას და იმდენად ებრძვიან, რომ სიტყვა - მშვიდობაც აღიზიანებთ. სლოგანიც აღიზიანებთ, იმის ფონზე, რომ უკრაინის დედაქალაქში კლიჩკო გამოდის და ამბობს, პუტინს ვერ მოაპარინებს ახალ წელს, მათ გრინჩული მიდგომები აქვთ” - ამის შესახებ ტელეკომპანია ,,იმედის’’ ეთერში ,,ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
00:18 / 08.12.2022

“ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე, გიორგი გახარიას ფეისბუქ გვერდზე გავრცელებულ ფოტოს აზიარებს და აღნიშნავს, რომ ფოტოზე ჩანს გარდაბნის თბოელექტროსადგურის მუშაობის კვალი და მას ქალაქ რუსთავთან არანაირი შეხება არ აქვს.
21:53 / 07.12.2022
ეკა ხერხეულიძემ, რომელიც დღეს ექსპრეზიდენტს შეხვდა, მედიას უთხრა, რომ მიხეილ სააკაშვილი ვერ იკვებება. შვილი მოინახულა დედამაც. გიული ალასანია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი იმდენს ჭამს, რამდენიც შეუძლია.
21:18 / 07.12.2022
საქართველოს შეუძლია, რომ გააკეთოს უფრო მეტი [უკრაინის] ტექნიკური დასახმარებლად. მიაწოდოს ის დახმარება რაც მათ ესაჭიროებათ, მაგალითად გენერატორები, - ამის შესახებ ფრაქცია „ლელოს“ წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
21:16 / 07.12.2022
სტრატეგია აღმაშენებელი“, „დროა“ და „გირჩი მეტი თავისუფლება“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხისა და მის გარშემო საერთო სამოქმედო გეგმის განსახილველად, სამივე პარტიის ლიდერები 8 დეკემბერს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეხვედრას გამართავენ.
21:15 / 07.12.2022
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
×