ირაკლი ღარიბაშვილი: სამართალი ყველასთან მივა, არავის ვაპატიებთ ხალხის ჩაგვრას, ტერიტორიების დაკარგვას, მიწის გაყიდვას, ჩვენი პატრიარქის, ქართული სახელმწიფოს ფუნდამენტის, მართლმადიდებლური ეკლესიის ლანძღვასა და შეურაცხყოფას
ირაკლი ღარიბაშვილი: სამართალი ყველასთან მივა, არავის ვაპატიებთ ხალხის ჩაგვრას, ტერიტორიების დაკარგვას, მიწის გაყიდვას, ჩვენი პატრიარქის, ქართული სახელმწიფოს ფუნდამენტის, მართლმადიდებლური ეკლესიის ლანძღვასა და შეურაცხყოფას
კატეგორიის სხვა სიახლეები
აბსოლუტურად საფუძველს მოკლებულია ის, რომ მმართველი პარტია ჩემს კანდიდატურასთან მიმართებაში ჰარმონიაშია
13:44 / 08.12.2022
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას განცხადებით, სააკაშვილი თავს სუსტად გრძნობს და ძნელად წარმოსადგენია, მან ხვალინდელ სასამართლო პროცესზე დასწრება შეძლოს.
13:05 / 08.12.2022
თუკი ჩემს პირად მოლოდინებზე მეკითხებით, ნათელია, რომ გულწრფელად ვიმედოვნებ, საქართველო სწრაფად წაიწევს წინ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, მაგრამ მხოლოდ ლოდინი არ არის საკმარისი. ქართველებმა უნდა შეასრულონ საშინაო დავალება
13:02 / 08.12.2022
ღარიბაშვილი თუ ასე ღრმადმორწმუნეა, თავად შეუძლია მიიღოს დარიშხანი და შემდეგ დაელოდოს ღმერთის ნების აღსრულებას
13:01 / 08.12.2022
თანხის სანაცვლოდ ადამიანების საომარ მოქმედებებში წაყვანა არის მოქალაქეების ღირსების აყრა - „დათა თუთაშხიაში" კიკუ კი არ არის მთავარი, ვინც მას კიკუდ აქცევს ის არის მთავარი, ფულის სანაცვლოდ არ უნდა გააკეთებინო ეგ
12:58 / 08.12.2022
გასული დღეების განმავლობაში, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები გამოხატავდნენ გაკვირვებას იმ ფაქტით, რომ საქართველო მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ოპოზიცია ქვეყნის ომში ჩათრევას ცდილობს.
ყველას ახსოვს, რომ უკრაინაში ომის დაწყების დღიდან, რადიკალური ოპოზიცია და მისი სატელიტები ომისკენ მიმართული რიტორიკითა და პროვოკაციებით აქტიურად გამოირჩეოდნენ: თებერვალ-მარტშიც საქართველო იყო მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, სადაც უკრაინაში დაწყებული ომის ფონზე, ოპოზიცია საპროტესტო აქციებს მართავდა; რადიკალები ითხოვდნენ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, რაც ვითარების სწრაფ ესკალაციას გამოიწვევდა; მოგვიანებით, ისინი ითხოვდნენ უკრაინაში მოხალისე მებრძოლებით სავსე თვითმფრინავების გაგზავნას, რაც საქართველოს უკვე სამხედრო კონფლიქტის სრულფასოვან მხარედ აქცევდა; ცნობილი რადიკალები - სანაია, მშვილდაძე, გიგაური, უსუფაშვილი, მარგველაშვილი და სხვები საქართველოს ომში ჩართვაზე, იარაღის შესყიდვასა და „შანსის გამოყენებაზე“ ღიად და აქტიურად საუბრობდნენ; რადიკალებისგან და მათი უცხოელი პატრონებისგან არავის გაუპროტესტებია უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნებისა და ცალკეული დასავლელი პოლიტიკოსების ღია მოწოდებები საქართველოში მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით და ა.შ.
თუმცა, რადიკალების ომისკენ მიმართული რიტორიკა რამდენიმე თვის განმავლობაში შენელდა, რაც მეორე ფრონტის იდეის მიმართ ქართული საზოგადოების მკვეთრად უარყოფითმა დამოკიდებულებამ განაპირობა. ყველა კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ომის კატეგორიული წინააღმდეგია, რამაც რადიკალურ ოპოზიციას რიტორიკის შეცვლისა და პროვოკაციებზე დროებით უარის თქმისკენ უბიძგა. მეტიც ამერიკის საელჩოს მსგავსად, მათ საჯაროდ იმის მტკიცებაც კი დაიწყეს, რომ საქართველოში მეორე ფრონტი არასოდეს სურდათ და ამგვარი რამ აზრადაც კი არასდროს გაუვლიათ.
მაგრამ ვხედავთ, რომ ბოლო პერიოდში რადიკალური ოპოზიცია ისევ ძველ რიტორიკას და პროვოკაციებს მიუბრუნდა. ერთი შეხედვით მართლაც გასაკვირად შეიძლება მოჩანდეს, რაში უნდა აწყობდეთ ამ ადამიანებს ხალხის ნების წინააღმდეგ ასე ღიად წასვლა, რაც ისედაც უკიდურესად დასუსტებულ რადიკალურ ოპოზიციას ძალიან ძვირი შეიძლება დაუჯდეს.
სინამდვილეში, გასაკვირი და გასაოცარი აქ არაფერია. ბუნებრივია, ომის რიტორიკასთან დაკავშირებული ელექტორალური რისკები რადიკალებს თავადაც კარგად აქვთ გააზრებული. ამ პირობებში, მათ რიტორიკასა და პროვოკაციებს მხოლოდ ერთი ახსნა შეიძლება ჰქონდეს: ისინი არიან აგენტურა და ასრულებენ დავალებას, რომლის ერთადერთი მიზანი მეორე ფრონტად საქართველოს ქცევაა.
ორიოდე თვის წინ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა თქვა, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე საქართველო და უკრაინა ნატოში რომ მიეღოთ, არც რუსეთ-საქართველოს ომი და არც რუსეთ-უკრაინის ომები არ იქნებოდაო. ძნელია ამ ლოგიკას არ დაეთანხმო. ფაქტია, რომ ალიანსის გაფართოების პირობებში, რუსეთი ნატოსთან ომს ვერ დაიწყებდა და არცერთი ეს ომი არ მოხდებოდა. ასეთ დროს, საკუთარ თავს უნდა დავუსვათ მარტივი შეკითხვა: მაშინ რატომ გვითხრეს ნატოზე უარი 2008 წელს ჩვენც და უკრაინასაც?
2008 წელს ნატოში საქართველოს და უკრაინის გაწევრიანება, ფორმალურად, გერმანიას და საფრანგეთს დააბლოკინეს. თუმცა, გერმანია და საფრანგეთი სრულად ოკეანისგაღმიდან რომ იმართებიან, საერთაშორისო პოლიტიკაში ჩახედული კაცისთვის უკვე დიდი ხანია ცნობილია. გერმანიას იაფ ბუნებრივ რესურსებზე და მსოფლიოში სახელგანთქმული გერმანული მრეწველობის გაჩერებაზე ისე მოაწერინეს ხელი, რომ ამაზე ერთი მოკრძალებული პროტესტიც კი არავის გამოუხატავს. ამ პირობებში, ცხადია, გერმანია და საფრანგეთი საქართველოს და უკრაინის ნატოში არგაწევრიანების ინსტრუმენტად მხოლოდ ფორმალურად გამოიყენეს. რეალურად კი, ასეთ გადაწყვეტილებებს სრულად ამერიკის შეერთებული შტატები იღებს, რომელსაც საქართველოსთან და უკრაინასთან მიმართებით საკუთარი გეგმა კარგა ხნით ადრე ჰქონდა მოფიქრებული.
კერძოდ, ნატოს რეალური მეპატრონეები - ამერიკელები ჩვენც და უკრაინასაც რუსეთთან საომრად გვამზადებდნენ. ბირთვული ომის საფრთხეების გათვალისწინებით, ნატო რუსეთთან ომში ხელს უშუალოდ ვერ გაისვრიდა. შესაბამისად, ამერიკელებს სჭირდებოდათ ქვეყნები, რომლებსაც საზარბაზნე ხორცად გამოიყენებდნენ და რუსეთთან საომრად გაიმეტებდნენ. ვიღაცისთვის როგორი კეთილშობილურიც არ უნდა იყოს რუსეთის დასუსტების დიადი მიზანი, სტრატეგიული პარტნიორის მიერ პატარა ქვეყნის საზარბაზნე ხორცად მოაზრება და საახალწლოდ დასაკლავი ინდაურივით გაწირვა მაინც დიდ ვერაგობად უნდა მივიჩნიოთ.
ფაქტია, რომ უკრაინელები საზარბაზნე ხორცის მისიას დღეს ამერიკელებს ხუთიანზე უსრულებენ. საქართველოში კი, ამერიკელებმა ხელისუფლებაში „ხუთოსანი“ აგენტები ვერაფრით მოაბრუნეს, რომ ორი ფრონტის დიდი ხნით ადრე დაწერილი სცენარი სრულფასოვნად აღესრულებინათ.
საქართველოს მოქმედი ხელისუფლება არ ასრულებს საზარბაზნე ხორცად საქართველოს ქცევის და ჩვენს ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნის დავალებას. ამ ფაქტთან შეგუება კი, ამერიკელებს ძალიან უჭირთ და საკუთარ აგენტურას პერიოდულად სწორედ ამიტომ ააქტიურებენ.
აგენტურის ბოლოდროინდელმა გააქტიურებამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ მეორე ფრონტის გახსნის საფრთხე ჩვენს ქვეყანას ბოლომდე გადაგორებული არა აქვს და საზოგადოების უყურადღებობის შემთხვევაში, საქართველო სამხედრო კონფლიქტის მხარედ ძალიან მარტივად შეიძლება იქცეს. სწორედ ამის თავიდან ასაცილებლად არის აუცილებელი, საზოგადოებამ სწორად გააანალიზოს და შეაფასოს უკრაინის და ჩვენს გარშემო მიმდინარე მოვლენები, რათა ჩვენმა ქვეყანამ საბედისწერო შეცდომა არ დაუშვას და 30 წლის მანძილზე რიგით მეოთხე ომი საბოლოოდ აიცილოს თავიდან.

ზაზა შათირიშვილი, ფილოსოფოსი


12:51 / 08.12.2022
პარადოქსია მართლაც, როცა ეს ადამიანი აცხადებდა, რომ შიმშილობდა, მაშინ ჭამდა და როცა ახლა არაფერს ამბობს და არ შიმშილობს, აღმოჩნდა რომ ნახევრად შიმშილობს და არ იღებს ჩვეულებრივად საკვებს
10:43 / 08.12.2022
სააკაშვილის შესახებ მოსამართლე გადაწყვეტს თავისი შეხედულებით, იმ დასკვნიდან გამომდინარე, რომელიც ხელთ ექნება
01:40 / 08.12.2022
ჩემი ვარაუდით, მიხეილ სააკაშვილს სასჯელს არ გადაუვადებენ, – განაცხადა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას.

„ქართული ოცნება“ არ გამოუშვებს სააკაშვილს და ამიტომ. არ მჯერა, რომ სასამართლო დამოუკიდებლად მიიღებს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ელისაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, მოვლენათა როგორ განვითარებას ელოდება ამ შემთხვევაში, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს არ გაათავისუფლებენ და „ნაციონალური მოძრაობა“ ამას უნდა შეეგუოს.

„რანაირად უნდა გამოუშვან, ციხეს შეანგრევენ, გაანგრევენ და გამოიყვანენ, თუ რა? რეალურად და ობიექტურად თუ გვინდა, შევხედოთ, სააკაშვილს არ გამოუშვებენ, არც საზღვარგარეთ გაუშვებენ და არც არსად. ასევე, მოდით, მეორე მხრიდანაც ვთქვათ. ახლა, სინამდვილეში, პატიმარი სააკაშვილი ციხეში არ იმყოფება. ის კლინიკაში იმყოფება და რამდენი პატიმარი სარგებლობს ასეთი პრივილეგიით, ხომ?“, – განაცხადა ელისაშვილმა.

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, მას არ მიაჩნია, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმარია, მან მძიმე დანაშაულები ჩაიდინა, თანამდებობაზე ყოფნა ინდულგენცია არ არის და ჩადენილი დანაშაულების გამო უნდა დაისაჯოს.

„შესაბამისად, არ მიმაჩნია, რომ ის არის პუტინის პატიმარი და რაღაც იმის პატიმარი. მან დააშავა, მძიმე დანაშაულები ჩაიდინა და ამის გამო სასჯელი უნდა მოიხადოს“, – განაცხადა ელისაშვილმა.

მისი თქმით, სააკაშვილის ჩამოსვლა პოლიტიკური შეცდომა იყო.

„სააკაშვილის ჩამოსვლა პოლიტიკური შეცდომაა, თუმცა ამაზე ლაპარაკი არ მინდა, მისმა თანაგუნდელებმა ილაპარაკონ, მაგრამ ასე არ უნდა ჩამოხვიდე. სააკაშვილმა იმ ფორმით ჩამოსვლით შეურაცხყოფა მიაყენა ქვეყანას. ორჯერ რომ პრეზიდენტი იყავი და ორჯერ რომ მთავარსარდალი იყავი, რატომ იპარები ამ კონტეინერით?“, – განაცხადა ელისაშვილმა.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, დაარწმუნეს თუ არა მიხეილ სააკაშვილი ჩამოსვლაზე, რაზეც მამუკა ხაზარაძე საუბრობს, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ მან ეს არ იცის.

„მე არ ვიცი, ნამდვილად. ხაზარაძე უფრო არის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ახლოს და ჰკითხოს. იმას უფრო მეტი ეცოდინება და ჰკითხეთ, მე არ ვიცი“, – განაცხადა ელისაშვილმა.

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ნაციონალური მოძრაობის სამოქმედო გეგმა - ინტერვიუ ალეკო ელისაშვილთან #დღისთემა
მსგავსი: სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და...
როგორც ელისაშვილმა ასევე აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის ციხეში ყოფნა ლოგიკურად და სამართლიანად მიაჩნია, მის ჯანმრთელობაზე მთლიანად ხელისუფლებაა პასუხისმგებელი.

„დღეს რომ გამოვიდა ღარიბაშვილი და ძალიან უპასუხისმგებლოდ თქვა, მე რა შუაში ვარ კაცო, ღმერთს ებარებოდეთო, ასე არ არის. ციხეში პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებელია ხელისუფლება, ნებისმიერი პატიმრის მდგომარეობაზე. მე არ ვიცი, რაც შესაძლებელია და შეუძლებელია, ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ სააკაშვილი იყოს იქ ცოცხალი და იყოს ჯანმრთელად. ეს არის ორჯერ ორი ოთხი. კი ბატონო, ის არ იმყოფება საპატიმროში, იმყოფება კლინიკაში, ეს არის სწორი, კარგი და მისი ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ყველაფერი“, – განაცხადა ელისაშვილმა.

შეკითხვაზე, რა შეფასებას მისცემს სააკაშვილის მოწამვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, რაც „ემპათიას“ დასკვნაშიც მოხვდა, ელისაშვილმა განაცხადა, რომ მოწამვლას გამორიცხავს.

„მაგის არ მჯერა. ჩრდილოეთ კორეაში ხომ არ ვცხოვრობთ ახლა, რა მოწამვლის კვალი? მთელი მსოფლიო გამადიდებელი შუშით უყურებს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და ასეთ რაღაცას გამოვრიცხავ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ამასთან, გადაცემის წამყვანმა სტუმარს ჰკითხა, იმოქმედებს თუ არა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პერსპექტივაზე სააკაშვილის საკითხი და მისი ჯანმრთელობის თემის გარშემო არსებული დილემა, რაზეც ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ რომ ეს საკითხი კანდიდატის სტატუსზე არანაირად არ აისახება.
01:38 / 08.12.2022
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
×