სრულ სოლიდარობას ვუცხადებ უკრაინას. იმედი მაქვს, რომ რუსეთი არ გამოიყენებს იმავე აგრესიას, რაც გამოიყენა თავის დროზე საქართველოს მიმართ, იმიტომ, რომ ასეთ ქმედებებს შედეგი არ მოაქვს, - ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის გარშემო შექმნილი სიტუაცია დიალოგის რეჟიმში გადავა.
„დღევანდელი მსოფლიო არის სხვა. მე-20 საუკუნისთვის დამახასიათებელი ქმედებები ანაქრონულია და ამ მიდგომებით მსოფლიო ვერ დაძლევს იმ გლობალურ საფრთხეებს, რომელიც არსებობს. ასე რომ, იმედს გამოვთქვამ, ეს სიტუაცია გადავა დიალოგის ფორმატში“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.