გულწრფელად ვფიქრობ, როგორც ჰუმანიტარული მიზნებისთვის, ასევე საქართველოს ნორმალური განვითარებისთვის მართლაც მიზანშეწონილია რაც შეიძლება მალე მისი საზღვარგარეთ გადაყვანა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, კარგია., რომ მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში გადაიყვანეს.
„ეს არის დასტური იმის, რომ მისი ჯანმრთელობა მძიმე მდგომარეობაშია. პოლიტიკური სპეკულაციები რომ დამთავრდეს, საერთაშორისო მედიკოსთა, ექსპერტთა ჯგუფი უნდა ჩაერთოს ამ საკითხში, რომელიც გააკეთებს დასკვნას მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. გულწრფელად ვფიქრობ, როგორც ჰუმანიტარული მიზნებისთვის, ასევე საქართველოს ნორმალური განვითარებისთვის მართლაც მიზანშეწონილია რაც შეიძლება მალე მისი საზღვარგარეთ გადაყვანა“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, მას „ვივამედში“ გადაყვანას შესთავაზებენ. სააკაშილი შეთავაზებას დათანხმდა. ყოფილი პრეზიდენტი კლინიკაში 12 მაისს გადაიყვანეს.