აზოვსტალზე იერიშები გრძელდება. უკრაინელი სამხედროები ბრძოლას განაგრძობენ. მიუხედავად იმისა, რომ ქარხანაში ბევრი დაჭრილი და რთული ვითარებაა, სამხედროები საომარ მოქმედებებში არიან ჩართულები. ამ ეტაპზე გრძელდება საევაკუაციო გეგმის შემუშავება, რაშიც ჩართულია გაერო და წითელი ჯვარი.
"აზოვის" ბატალიონის ექიმი აღნიშნავს, რომ მებრძოლები ჯერ კიდევ ახერხებენ თავდაცვას, თუმცა სიტუაცია გაუსაძლისია.
მისი თქმით, მათი გადარჩენა თურქეთის პრეზიდენტს შეუძლია.
"მტერი არ ჩერდება, ყოველდღე ვიბომბებით. შტურმი არ სრულდება, სიტუაცია მუდმივად დაძაბულია. ცდილობენ შემოჭრას, მაგრამ ჯერჯერობთ თავს ვიცავთ. გვყავს 600-ზე მეტი დაჭრილი. მათ სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება აქვთ. მედიკამენტები ფაქტობრივად აღარ გვაქვს, განადგურებულია საჭირო ტექნიკა. ოპერაციას ანესთეზიის და გაუტკივარების გარეშე ვატარებთ. ჩვენ დახმარება გვჭირდება. აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტა და ჰუმანიტარული მისიის დაუყოვნებლივ შემოსვლა. რადგან ბევრ დაჭრილს სიკვდილს არა დღეები , არამედ საათებია აშორებთ. მგონია, რომ ჩვენი გადარჩენა თურქეთის პრეზიდენტს შეუძლია" - ამბობს "აზოვის" ბატალიონის ექიმი.