არ ვამბობ, რომ გვარამია უდანაშაულოა, მაგრამ ვამბობ, რომ ეს შერჩევითი სამართალია, – ამის შესახებ უფლებადამცველმა სოფო ხორგუანმა ნიკა გვარამიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით “აიპრესთან” ინტერვიუში განაცხადა, რომლის სრულ ვერსიასაც მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ.
“მე არ ვამბობ, რომ გვარამია უდანაშაულოა, მაგრამ მე ვამბობ იმას, რომ ეს არის შერჩევითი სამართალი. ძალიან ბევრი ადამიანი უნდა წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე! შერჩევითი სამართალი ნიშნავს იმას, რომ იმ ადამიანებს არ ასამართლებ, ვინც შენი ახლობელია, შენი პარტიის შემომწირველია, ან ვის მიმართაც სიმპათიით ხარ განწყობილი. როდესაც ამ ადამიანებს აარიდებ სამართალს და მხოლოდ ოპონენტებისთვის არსებობს, ან ვინც შენთვის მიუღებელია, ეს არის შერჩევითი სამართალი.
მე დარწმუნებული ვარ, რომ უსამართლობის განცდა ექნებათ იმ ადამიანებსაც კი, რომელთაც ბევრი პრეტენზია აქვს ნიკა გვარამიასთან. მე როდესაც ვამბობ, რომ ევროპა გვინდა, უპირველეს ყოვლისა სამართლიანი და სამართლებრივი სახელმწიფო მინდა. რა გარანტია მაქვს, რომ ვიღაცას არ მოეწონება რაღაც თქვენი, ვთქვათ თქვენი სახლი არ მოუნდება და თქვენ არ გახდებით უსამართლო სამართლის მსხვერპლი. თითქოს პრიმიტიული ჩემი მსჯელობა, მაგრამ ეს არის მთავარი არსი.
თუ ვინმე იტყვის გვარამიაზე, რომ რა დამნაშავე არ არის და პასუხი არ უნდა აგოს? – რა თქმა უნდა, მაგრამ პარალელურად პასუხი უნდა აგოს ძალიან ბევრმა დამნაშავემ, რომელიც ყოველდღიურად აზარალებს ამ ქვეყანას. იმ ადამიანებმაც აგონ პასუხი,” – თქვა სოფო ხორგუანმა.
ipress.ge