გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე - სიცხე აქვს, ალბათ, დამატებთ გამოკვლევებს ჩაუტარებენ - წონაში იკლებს
გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე - სიცხე აქვს, ალბათ, დამატებთ გამოკვლევებს ჩაუტარებენ - წონაში იკლებს
კატეგორიის სხვა სიახლეები
„ნაციონალური მოძრაობა“ არ გაჩერდება, აქციების რაოდენობა მზარდი იქნება - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა იუსტიციის სამინისტროსთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
19:02 / 08.02.2023
ყოველ ჯერზე, როდესაც გარკვეული საერთაშორისო მედიის ყურადღება ექცეოდა მიხეილ სააკაშვილის საქმეს, არაერთხელ გვითქვამს, რომ ეს დაგეგმილი კამპანიის ნაწილია, რომელიც კარგად არის ორგანიზებული და გადახდილია კონკრეტული თანხა. ეს ყველაფერი დადასტურდა ამერიკის სახელმწიფო ორგანოს, იუსტიციის დეპარტამენტის მიერ, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
19:01 / 08.02.2023
სიმართლე ერთია: მიხეილ სააკაშვილმა უნდა დაიწყოს ჭამა, მას ეს თავისუფლად შეუძლია და ყველანაირი სპეკულაცია და პრობლემა აქ დამთავრებულია - ეს არის თავი და თავი ყველაფრის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ამილახვარმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
18:58 / 08.02.2023
ჩვენ აქ ყოფნის მიზანია პროტესტის გამოხატვა, ეს არ არის მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების და მეგობრების აღშფოთება. ყველა ნორმალური ადამიანი საქართველოში და ქვეყნის გარეთ აღშფოთებულია იმით, რასაც უყურებს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძემ იუსტიციის სამინისტროსთან „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე განაცხადა.
18:57 / 08.02.2023
დავინახეთ, რომ ლობისტური დაფინანსებული პიროვნებებით ხდება სააკაშვილის თემის გაშუქება და ესეც, როგორც საპნის ბუშტი ისე გასკდება, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა „ქრონიკაში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციას.
18:56 / 08.02.2023
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, საპროტესტო ტალღა ყველა რაიონს, ყველა ქალაქს მოიცავს და დედაქალაქში მოიყრის თავს.
18:54 / 08.02.2023
მასშტაბური კოორდინაცია ფაქტია და სახეზეა იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟების მცდელობა იყოს - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს იურიდიული ფირმა MKD Law-ის განცხადების კომენტირებისას განუცხადა.
18:09 / 08.02.2023
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის Akerman LLP-ის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება, საიდანაც ირკვევა, რომ ლობისტურმა ჯგუფმა სამედიცინო ექსპერტებს დასკვნების სანაცვლოდ სოლიდური თანხა ($284,784 აშშ დოლარი) გადაუხადა.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მონაცემების მიხედვით, ამერიკული იურიდიული კომპანია Akerman LLP საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ლობირებს. 3 თებერვლით გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ადვოკატი მასიმო დიანჯელო უკვე 2022 წლის ივლისიდან მუშაობს სააკაშვილის ლობისტად, რაშიც, ჯამში, მისმა კომპანიამ $917,177.44 აშშ დოლარი მიიღო. ლობისტებთან გაფორმებულ სოლიდურ კონტრაქტს მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია აწერს ხელს.

აღსანიშნავია, რომ ლობისტური საქმიანობისთვის მიღებული თანხის დიდი ნაწილი, დაახლოებით $300 000 დოლარამდე გამოყენებულია „სამედიცინო ექსპერტების“ ანაზღაურებისთვის, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი მიხეილ სააკაშვილის საქმეში და მოამზადეს სამედიცინო დასკვნები. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ეჭვ ქვეშ აყენებს დასკვნების სანდოობას და ცხადყოფს, რომ აღნიშნული დასკვნები ლობისტური კამპანიის ნაწილია.

მასალებიდან ირკვევა, რომ ლობისტური საქმიანობა ასევე მოიცავდა აშშ-ისს და საერთაშორისო მედია საშუალებებისთვის სააკაშვილის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას და სტატიების გამოქვეყნების უზრუნველყოფას კლიენტის მძიმე მდგომარეობისა და ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით.

ვადების დარღვევა

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კონტრაქტის რეგისტრაცია იუსტიციის დეპარტამენტში 2023 წლის 3 თებერვლამდე არ შესულა, როდესაც აღნიშნული კონტრაქტის გაფორმების თარიღად 2022 წლის 19 ივლისია მითითებული. აშშ-ის კანონმდებლობის მიხედვით, ლობისტურმა კომპანიებმა 10 დღის ვადაში უნდა აცნობონ იუსტიციის დეპარტამენტს კონტრაქტების გაფორმების შესახებ. აღნიშნული ბადებს ეჭვს, რომ ლობისტებმა ეს ინფორმაცია განზრახ დამალეს და მხოლოდ სააკაშვილის საქმის დასრულების შემდეგ მოხდა მისი გასაჯაროება.

ფულადი გადარიცხვები

დოკუმენტებით ირკვევა, რომ აკერმანის ჯგუფმა სააკაშვილის საქმის სამედიცინო ექსპერტებს და ექიმებს სამედიცინო დასკვნებისთვის სოლიდური თანხა გადაუხადა:

ერიკ გოლდსმიტი - $75,864, სტიუარტ ფინკელი - $79,012, მაიკლ კოსნეტი - 6,825.00
შაჰინ ლაჰარი - $107,399.23, NMS Labs - $1,621, დეივიდ სმიტი - $11,200, ჯეიმს კობი -$2,923.62.

აღსანიშნავია, რომ Akerman-ის ჯგუფმა $35,000 დოლარი გადაუხადა კომპანია GP International-ს, რომელთანაც გიული ალასანიამ 2022 წლის დეკემბერსა და 2023 წლის იანვარშ კონტრაქტი გააფორმა სააკაშვილის შესახებ საერთაშორისო მედიაში აქტიური კამპანიის განსახორციელებლად.

შეხვედრები

იუსტიციის დეპარტამენტის ფაილებით ირკვევა, რომ ლობისტებს 2022 წლის ოქტომბრიდან, კომუნიკაცია ჰქონდათ თბილისში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებთან, სენატორ შაჰინის ოფისთან და ადამიანთა უფლებების და დემოკრატიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის აპარატის წარმომადგენლებთან. აღნიშნული საუბრები მიზნად ისახავდა სააკაშვილის გათავისუფლების მიზნით განცხადებების გაკეთებისკენ მოწოდებას. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ შეხვედრებს შედეგი არ ჰქონიათ, რადგან არცერთ უწყებას არ გაუკეთებია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მხარდამჭერი განცხადება.

rustavi2
10:46 / 08.02.2023
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სასჯელი არ გადაუვადდა, „ქართველ ხალხს მიესაჯა ჩაკეტილ წრეზე ტრიალი და ამ ვითარების მძევლად დარჩენა“. სალომე ზურაბიშვილის შესაბამის განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
21:17 / 07.02.2023
გაჩნდა ჩვენ შესახებ - ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის სრულიად შეურაცხმყოფელი კითხვა და ეჭვები - ,,ნუთუ საქართველო მიჰყვება თავის გაცხადებულ ორიენტაციას თუ უბრუნდება რუსეთის ორბიტას“,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებაშია ნათქვამი.
21:15 / 07.02.2023
კალენდარი
×