დავით უსუფაშვილი - „ქართული ოცნებისგან“ განდგომილი არანაირი ცხრა დეპუტატი არ არსებობს, არსებობს აღზევებული ცხრა დეპუტატი, რომლებსაც უზენაესმა მიანიჭა უზენაესი პრივილეგია
დავით უსუფაშვილი - „ქართული ოცნებისგან“ განდგომილი არანაირი ცხრა დეპუტატი არ არსებობს, არსებობს აღზევებული ცხრა დეპუტატი, რომლებსაც უზენაესმა მიანიჭა უზენაესი პრივილეგია
კატეგორიის სხვა სიახლეები
ბოლშევიზმი რომ ბოროტების ეშხში იყო შესული, იმ სიბნელეში დავბრუნდით - ამის შესახებ "პაატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება მონასტერში შეჭრისა და მონაზონზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტის გარშემო საზოგადობის მიერ გამოხატულ რეაქციას.
18:38 / 26.11.2022
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ მონაწილეობა მიიღო ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაში, მუდმივმოქმედი კომიტეტის და ბიუროს სხდომებში, რომლებიც ვარშავაში, პოლონეთის პარლამენტში გაიმართა.
18:35 / 26.11.2022
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი ბარამიძის განცხადებით, შიდაპარტიულ არჩევნებთან დაკავშირებით მთავარი საკითხები, რაც პოლიტიკურმა საბჭომ უნდა გადაწყვიტოს ისაა, თუ რომელ პლატფორმას გამოიყენებენ კენჭისყრისთვის და ასევე ხმის მიცემა ღია იქნება თუ ფარული.
18:33 / 26.11.2022
ნიკა მელიას აქტიურობა ყოველთვის თვალსაჩინო იყო იმ თვალსაზრისით, რომ ყოველთვის ბრძოლის წინა ხაზზე იყო, მიუხედავად იმისა, რა პოზიცია ეჭირა პარტიაში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბაჩო დოლიძემ განაცხადა.
18:29 / 26.11.2022
ჭაობში მყოფი პარტია, რაც უფრო მეტს ცდილობს, ხელოვნურად გაიხანგრძლივოს პოლიტიკურ ასპარეზზე ყოფნა, იმდენად ეფლობა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „ნაციონალურ პარტიაში“ მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განაცხადა.
18:28 / 26.11.2022
პლატფორმა, რომელსაც კენჭისყრისთვის ავირჩევთ, დაცულობის თვალსაზრისით სრულად უნდა პასუხობდეს ყველა პარამეტრს, რომ ეს პროცესი არ ჩაგვივარდეს, რადგან ტექნიკური გაუმართაობის გამო პროცესი რომ ჩავარდეს, სერიოზული დარტყმა იქნება პარტიისთვის
18:17 / 26.11.2022
"საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი იყო დროული და შინაარსობრივად მნიშვნელოვანი. ესპანეთი და პორტუგალია, მკაფიოდ უჭერენ მხარს საქართველოს წინსვლას ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ ორი ქვეყნის მხარდაჭერა საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს პოლიტიკურ გადაწყვეტიელბას საქართველოს მიმართ
17:07 / 26.11.2022
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ მონაწილეობა მიიღო ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაში, მუდმივმოქმედი კომიტეტის და ბიუროს სხდომებში, რომლებიც ვარშავაში, პოლონეთის პარლამენტში გაიმართა.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას, ნიკოლოზ სამხარაძემ რუსეთის მხრიდან უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის და მათ შორის, ენერგეტიკული ობიექტების დაბომბვა დაგმო.

„სამოქალაქო ინფრასტრუქტურის და ენერგეტიკული ობიექტების დაბომბვა მიზნად ისახავს უკრაინაში ჰუმანიტარული კატასტროფის შექმნას. რუსეთის ეს მცდელობა ძალიან ჰგავს იმ სცენარს, რომელიც რუსეთმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განახორციელა და სადაც მან ჰუმანიტარული კატასტროფა შექმნა იმ სახით, რომ 250 000-მდე ეთნიკურ ქართველს არ აძლევს საშუალებას დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში; ქართველ ბავშვებს არ ეძლევათ უფლება, რომ განათლება მიიღონ ქართულ ენაზე და მუდმივად მიმდინარეობს ქართული კვალის წაშლა ოკუპირებულ რეგიონებში. დღეს, რუსეთის ფედერაციას ოკუპირებულ რეგიონებში დამყარებული აქვს აპართეიდის რეჟიმი, სადაც ეთნიკური ნიშნით ქართველების დისკრიმინაცია გრძელდება. ეს ფაქტი დადასტურებული აქვს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს, სადაც საქართველომ რუსეთის ფედერაციას დავა მოუგო. საქართველომ ასევე, მოიგო დავა საქართველოს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოშიც, რომლის მიხედვითაც რუსეთის მოქალაქეები დამნაშავედ სცნეს ომის დანაშაულების ჩადენაში"- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ გამოსვლისას.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, საქართველოს მიერ უკრაინისთვის, მათ შორის, გამოცდილების გაზიარების კუთხით გაწეულ დახმარებაზე ისაუბრა, რათა უკრაინამ რუსეთის ფედერაციას საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოებში დავები მოუგოს.
მისი განცხადებით საქართველო იყო ის ქვეყანა, რომლის მეშვეობითაც უკრაინამ შეიტანა სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ ჰააგაში.

„საქართველო დაეხმარა უკრაინას, რომელიც არ არის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს წევრი, შეეტანა სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ და საქართველო მომავალშიც გაუწევს მსგავს დახმარებას ჩვენს მეგობარ უკრაინას," - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
13:35 / 26.11.2022
ვეხმიანებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მნიშვნელოვან გაუარესებას და მიგვაჩნია, რომ მისი შემდგომი მკურნალობის საკითხი უნდა გადაწყდეს არა პოლიტიკური მიზანშეწონილების, არამედ მხოლოდ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის სტანდარტების გათვალისწინებით
11:47 / 26.11.2022
კალენდარი
×