„ნუ მოკლავ პრეზიდენტს“ - ამ ლოზუნგით აქცია მიმდინარეობს.
ექიმები, პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები დადაქალაქიდან და რეგიონებიდაან, ყველაა - ქართული ოცნების შტაბისკენ მიემართება.
დღევანდელ აქციაზე მისასვლელად კი ყველამ საკუთარი გზა აირჩია. ფეხით მსვლელობა უკვე დაწყებულიაა. კოლმეურნეობის მოედნიდან აქციის მონაწილეებს სათავეში მელიას კონკურენტი ჩაუდგა. ლევან ხაბეიშვილი გზაშია.
"ეს არის ქვეყნის ღირსების საქმე, რომ მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე იყოს ხელყოფილი. არ შეიძლება, რომ პრეზიდენტების სასაკლაოდ ვაქციოთ ჩვენი ქვეყანა. სააკაშვილის საკითხში, ცხადია, ყველანი ვიქნებით ერთიანები" - განაცხადა ხაბეიშვილმა.