საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო, საქართველოს მთავრობა უახლოეს საათებში სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად შესაბამის ტექნიკას და მაშველებს გააგზავნის.
მტავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგებთან ბრძოლაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ჩაერთვებიან.
7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა თურქეთში დღეს გამთენიისას მოხდა. შედეგად დაიღუპა 280-ზე მეტი ადამიანი, ათასობით კი დაშავდა.