„გაბოლებენ თქვე უბედურებო, ჩვენ ქვეყანაში უნდათ სისხლი, უბედურება და დაპირისპირება, მეტი ამოცანა არ აქვს ამას“ – ასე მიმართავს გია გაჩეჩილაძე, იგივე „უცნობი“ პარლამენტის წინ, „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა მრავალათასიან აქციებსა და მასში მონაწილე მოქალაქეებს.
„თქვენ ეტყობა არ გახსოვთ, როგორ მიიღებოდა კანონები მაშინ. საერთოდ, ვინ ვის ეკითხებოდა რა კანონს იღებდნენ, რას აუქმებდნენ და რას არა?!
ბოკერია დარბოდა პარლამენტის შენობაში, თავში ურტყამდა გაზეთებს და იძახდა – ამ კანონს მიიღებთ, ამ კანონს არა.
თქვენთვის დღევანდელი სიტუაცია არაფერს ნიშნავს, ხომ?
გისმენთ ამდენი ხალხი, გისმენთ და აი, აქ [ყელშია] უკვე. რა გავაკეთოთ ახლა? აქეთ მხარეს ჩვენ დავდგეთ და განახვოთ, რამდენი ვართ?!
რა უნდა გავაკეთოთ, გამაგებინეთ? არ გვინდა სისხლის დაღვრა.. თავს ვიკავებთ და არც გავაკეთებთ ამას..