„ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის ნაწილი აცხადებს, რომ დღევანდელ ყრილობაზე არ მიიწვიეს
„ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის ნაწილი აცხადებს, რომ დღევანდელ ყრილობაზე არ მიიწვიეს
კატეგორიის სხვა სიახლეები
ღარიბაშვილს კატასტროფული გამოსვლა ჰქონდა, ხოლო პრეზიდენტის გამოსვლა ერთი ადგილის ტკეპნა იყო, არაფერი ახალი, არანაირი მოქმედება, - ამის შესახებ პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
22:06 / 31.05.2023
„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, პარლამენტის დეპუტატის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ გადაწყვეტილებას იმ მომენტში მიიღებს, როდესაც ეს პოლიტიკურად მნიშვნელოვანი იქნება.
22:03 / 31.05.2023
პრეზიდენტი ზურაბიშვილი მკაფიო იყო საქართველოს ისტორიის შესახებ. ვრცლად ისაუბრა ქვეყნის ისტორიაზე, ვფიქრობ, ძალიან მკაფიო იყო ქართველი ხალხის მისწრაფებებზეც. ის, რაზეც ცოტა მოკლე და ჩემთვის ნაკლებად მკაფიო იყო, არის პრეზიდენტის შეშფოთება მთავრობით, რომ გააკეთონ ყველაფერი, რაც შესაძლებელია და კიდევ მეტი, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, პეტრას აუსტრევიჩუსმა ევროპარლამენტში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.
21:23 / 31.05.2023
მხოლოდ სიტყვებზე ფოკუსირება არ შეგვიძლია, საქართველოში ევროატლანტიკური ინტეგრაციის ყველაზე დიდი ჩემპიონები ციხეში რჩებიან. ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
21:21 / 31.05.2023
პრეზიდენტი პოლიტიკური მოვლენების კომენტატორის ფუნქციიდან აქტიურ პოლიტიკურ ქმედებებზე უნდა გადავიდეს - პრეზიდენტიც და მთავრობაც ერთ მიზანს ემსახურება და ეს მიზანი არ ესადაგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ევროპარლამენტში სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას გამოეხმაურა.
21:20 / 31.05.2023
ხალხის რეაქციამ პრეზიდენტის შერბილებული ტონი უზრუნველყო - ოღონდ ქალბატონ სალომეს უნდა ავუხსნათ, რომ როცა პარლამენტში ან სახელმწიფო ღონისძიებაზე გამოდის ეს ყველაფერი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გადის - 2023 წელია და თანამედროვე ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა, უცხოელმა პარტნიორებმა საქართველოში გამოსვლებიც გაიგონ , - აღნიშნული განცხადება ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გააკეთა.
21:18 / 31.05.2023
სუფთა ჰაერივით იგრძნობა, რომ საბოლოოდ საქართველოს მაღალი თანამდებობის წარმომადგენელს მოუსმინო, რომელიც ქართველების 90%-ის ევროპულ სურვილს წარმოადგენს , - ასე ეხმაურება “ტვიტერის” პირად გვერდზე ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლას.
21:16 / 31.05.2023
რუსეთი ცდილობს, რომ გააძლიეროს თავისი გავლენა და შეასუსტოს ევროპის გავლენა. ეს არის მაგალითად თავისუფალი სავიზო რეჟიმი, პირდაპირი ფრენების აღდგენა და ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ იყოს შიდა დაძაბულობა, დაბნეულობა და ესკალაცია - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
19:23 / 31.05.2023
ზურაბიშვილის სწორი გზავნილები აქვს თუმცა, რჩება უკმაყოფილების გრძნობა - შეეძლო დღეს მიეღო გადაწყვეტილება, რომელიც შეიყვანდა საქართველოს ისტორიაში პოზიტიურად, შეეძლო ეთქვა, რომ იწყალებს გვარამიას, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც ევროპარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას გამოეხმაურა.

19:16 / 31.05.2023
მე ვდგავარ მათ გვერდით, ვინც გუშინ სოხუმში, აფხაზეთში აქციას მართავდა ბანერებით „აფხაზეთი არ იყიდება“, „ჩვენ არ დავუთმობთ რუსებს“, - ამ სიტყვებით დაასრულა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში, ევროპარლამენტში საკუთარი სიტყვით გამოსვლა, რასაც ევროპარლამენტარების მხრიდან აპლოდისმენტები და ფეხზე წამოდგომა მოჰყვა.
18:28 / 31.05.2023
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 12
×