„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ახალისებს სიძულვილის ენასა და ზიზღის კამპანიას. სოციალურ ქსელში მის მიერ გაზიარებული პოსტები ამის თვალსაჩინო მაგალითი იყო, რითაც ამ სამარცხვინო პლაკატებისა და პოსტერების კამპანიას ფაქტობრივად პოპულარიზაციას უწევდა. ამით ასევე ახდენდა იმის ლუსტრაციას, რომ სინამდვილეში ეს მის მიერ იყო დაგეგმილი და მართული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ძალადობის ნებისმიერი წახალისება არის მიუღებელი.
„ამაზე საზოგადოების მორალური პასუხი იქნება და ეს პასუხი იქნება ძალიან მკაცრი. როდესაც ხედავს საზოგადოება, რომ ეს ადამიანები, რომლებიც ოცვნებობენ, რომ საქართველოში მოხდეს ომი, ვინც წლების განმავლობაში ებრძოდა ეკლესიას და ახლა ცდილობენ, რომ როგორმე ჩვენი ეკლესიის დისკრედიტაცია მოახდინონ, ეს არის მათი დღის წესრიგი, ყველაფერ ამაზე დგას. სხვა თემები მათ დღის წესრიგში არ არსებობს. ეს ადამიანები გამოდიან და სხვას უწოდებენ მოღალატეს, რუსული საქმის გამკეთებელი ადამიანები კიდევ სხვას აბრალებენ რაღაცას, ცხადია, სამართლიანობის პრინციპიდან რომ გამოვიდეთ ჩვენს მოსახლეობას, მოქალაქეებს ექნებათ ამასთან დაკავშირებით პროტესტი და ამ პროტესტს კონკრეტული პასუხის ფარგლებშიც განახორციელებენ. ცხადია, ძალადობის ნებისმიერი წახალისება არის მიუღებელი, ნებისმიერი წახალისება სიძულვილის ტირაჟირების მიუღებელია, მაგრამ ამ შემთხვევაში, როდესაც ასეთ უტიფრობას აქვს ადგილი, ცხადია, მსგავსი ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.