თუ იმ ჩანაწერებში ან ფაქტებში, რომელიც გასაჯაროვდა, არის დანაშაულის კომპონენტი, ჩვენ ამისთვის შევქმენით სათანადო კანონმდებლობა და ამაზე უნდა ისაუბრონ და იზრუნონ სამართალდამცველმა სტრუქტურებმა და არა პოლიტიკოსებმა. მათ ეს არ უნდა აქციონ პერფორმანსის ნაწილად, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა „ქრონიკაში“ შალვა რამიშვილზე საუბრისას განაცხადა.
„მე როგორც პოლიტიკოსი და პარლამენტის წევრი, ვცდილობ პასუხისმგებლობით მივუდგე ყველა ფაქტს. რა თქმა უნდა, სრულებით ვგმობ ძალადობის ყველანაირ ფორმას. თავისთავად, ის გავრცელებული ჩანაწერი იქნება ეს თუ ყველა მიმოწერა ჩემთვის წარმოუდგენელი და მიუღებელია, მაგრამ მე ვერ ვიმსჯელებ ამ ჩანაწერების უკანონობასა და იმ ბრალდების სისწორეზე, რომელსაც აღნიშნული ქალები მიმართავენ კონკრეტული პირის მიმართ. ამიტომ მნიშვნელოვანია ყველამ ჩვენი საქმე ვიცოდეთ და ვაკეთოთ. ჩვენ გავაგრძელებთ ქალების დაცვას“, - აღნიშნა წილოსანმა.
რამდენიმე ქალი შალვა რამიშვილის მხრიდან სექსუალურ შევიწროებაზე საუბრობს.