რეგიონები
20 უბნის მონაცმებით 491 ხმით პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ზუგდიდის მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია ლიდერობს.
23:38 / 30.10.2021
 
ფოთში, ოპოზიციის მერობის კანდიდატის, გიგი უგულავას მხარდასაჭერად, პარტია “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი იმყოფებოდა.
20:31 / 29.10.2021
 
„ევროპული საქართველოს“ რუსთავის ორგანიზაციის წევრებმა პარტიის რიგები დატოვეს. გადაწყვეტილება პარტიის ოთხმა წევრმა მიიღო.
22:03 / 28.10.2021
 
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის მომიჯნავე საცხოვრებელი სახლიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. საუბარია მემედ აბაშიძის 56 ნომერში მდებარე კორპუსზე, რომლის მდგრადობასაც დღეს ექსპერტები სწავლობდნენ.
23:33 / 15.10.2021
 
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ „ქრონიკაში“ ჩართვისას, იმ მცირეწლოვან ბავშვზე ისაუბრა, რომელიც 8 ოქტომბერს ჩამონგრეული კორპუსის სადარბაზოს ნანგრევებიდან მაშველებთან ერთად უშუალოდ მან გამოიყვანა.
19:37 / 11.10.2021
 
პირი პირველ სართულზე აწარმოებდა სარემონტო სამუშაოებს ბინის შიგნით, რასაც არ სჭირდება ნებართვა მერიიდან, - ამის შესახებ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ლელა სურმანიძემ განაცხადა.
16:43 / 10.10.2021
 
ბათუმში იქ, სადაც საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა, ახლა მხოლოდ ერთი კედელია აღმართული. ეს არის ე. წ. გლოვის კედელი.
13:14 / 10.10.2021
 
ბათუმში, კორპუსის ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალის მდგომარეობა მძიმეა. ინფორმაციას ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი ავრცელებს.

ამავე ცნობით, ქალი კლინიკაში გულის გაჩერებით შეიყვანეს. მას კიდურების მოტეხილობა აქვს.
23:19 / 08.10.2021
 
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, მაშველები ნანგრევებში მოყოლილ ერთ ადამიანს დახმარებას ადგილზე უჩენენ.
20:07 / 08.10.2021
 
ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ამბობს, რომ საოლქო საარჩევნო კომისიაზე და უშუალოდ მასზე უკვე ორი დღეა მიზანმიმართული ზეწოლა ხორციელდება და ასევე კონკრეტული პირები ცდილობენ მის დისკრედიტაციას.
18:27 / 08.10.2021
 
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
×