რეგიონები
ძლიერი წვიმა იყო ბათუმში. კოკისპირული წვიმის შედეგად, ქალაქის ცენტრალური ქუჩები და ე.წ. ჭაობის დასახლება დაიტბორა. ძლიერ წვიმას წინ უძღოდა ხანმოკლე სეტყვა.
20:58 / 26.10.2019
 
ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევიის შედეგად 50 წლის კაცი დაიღუპა.
23:59 / 25.10.2019
 
დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან მოთავსებული, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
15:47 / 23.10.2019
 
65 წლის ქალი მეხუთე სართულის აივნიდან გადავარდა და გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა ქუთაისში მოხდა.
14:10 / 10.10.2019
 
მიწის მასა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სამ ადგილას ჩამოწვა. სოფელ მარადიდში კი მეწყერი საცხოვრებელ სახლთან ჩამოიშალა. მიმდებარე ტერიტორიაზე მაცხოვრებლები შიშობენ, რომ საფრთხე მათ უსაფრთხოებასაც ემუქრება. ინფორმაციას ipress-ი ავრცელებს.
22:42 / 28.09.2019
 
ქუთაისის მერიაში სტიქიასთან ბრძოლის საგანგებო შტაბი შეიქმნა. საგანგებო შტაბს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია ხელმძღვანელობს. ქუთაისის მერის თქმით, შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.
21:20 / 28.09.2019
 
ოზურგეთის რამდენიმე სოფელში საცხოვრებელი სახლების ეზოები დაიტბორა, დაზიანებულია ხიდები. გადაუღებელი წვიმის შედეგად მდინარე ბჟუჟი ადიდდა.
19:59 / 28.09.2019
 
21 სექტემბერს, ღამით, კურორტ ბეშუმში გათოვდა. ბოლო ინფორმაციით, თოვლის საფარის სიმაღლე ბეშუმში 4 სანტიმეტს აღწევს. კურორტ „ბეშუმის“ დირექტორი, ემზარ ბოლქვაძე ამბობს, რომ კურორტზე ამ დრომდე რჩება რამდენიმე დამსვენებელი.
10:57 / 23.09.2019
 
ბახმაროში პირველი თოვლი მოვიდა. თოვლის საფარის სიმაღლე 30 სანტიმეტრს აღწევს.
13:23 / 22.09.2019
 
ძლიერი ქარის გამო, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ღამის განმავლობაში 30 შეტყობინება შევიდა. როგორც  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განმარტეს, შეტყობინებები ძირითადად ხეების წაქცევას, ტოტების მოტეხვას და სახურავების დაზიანებას უკავშირდებოდა.
10:49 / 22.09.2019
 
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
×