რეგიონები
შიდა ქართლის რეგიონში მორიგი აგრარული ბაზარი ხაშურში გაიხსნება.
18:25 / 05.05.2020
 
ხარაგაულში, ხარაგაული-საღანძილის მონაკვეთზე ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად ჩაკეტილი გზის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
00:25 / 04.05.2020
 
საბოლოო ჯამში, აჭარაში ტესტირება ჩაუტარდა 4 690 მოქალაქეს. ამ დროისთვის სტაციონარში იმყოფება 24 მოქალაქე, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა და არცერთი მათგანი მართვით სუნთქვაზე არ არის. – ამის შესახებ “აიპრესს” აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ ინტერვიუში განუცხადა.
23:52 / 03.05.2020
 
ე.წ. ქობულეთის კლასტერიდან ახალი კორონავირუსისგან უკვე შვიდი ადამიანი გამოჯანმრთელდა.
17:26 / 27.04.2020
 
თელავის აგრარული ბაზარი გახსნიდან სამ საათში დაიკეტა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თელავის ბაზრის ადმინისტრაცია 3000 ლარით დააჯარიმა. ამის მიზეზად ბაზრის ტერიტორიაზე მოვაჭრეების მიერ წესებისა და რეკომენდაციების დარღვევა დასახელდა.
14:43 / 27.04.2020
 
ქუთაისში ერთ-ერთი აგრარული ბაზარი გაიხსნა. ე.წ. მწვანე ბაზრის შესასვლელში სამართალდამცავები დგანან და მოქალაქეებს დისტანციის დაცვით, შეზღუდული რაოდენობით უშვებენ. ერთდროულად ბაზრის ტერიტორიაზე შესვლა მხოლოდ ათ მომხმარებელს შეუძლია. მათთვის პირბადეების ტარება სავალდებულოა, ასევე მოქალაქეებს ხელებს სპეციალური ხსნარით უმუშავებენ და ხელთათმანებს ურიგებენ.
13:41 / 27.04.2020
 
გურიის მაღალმთიანეთში თოვლი მოვიდა. თოვა გამთენიისას დაიწყო.
17:16 / 23.04.2020
 
აღდგომის ღამეს, ბათუმის ყველა ტაძარი დაკეტილია. ბათუმ-ლაზეთის ეპარქიის გადაწყვეტილებით, სააღდგომო ლიტურგია ტაძრებში დილის შვიდი საათიდან დაიწყება.
01:06 / 19.04.2020
 
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში სამღვდელოება ლოცვებს პირბადით აღავლენს. ასევე, პირბადეებით იქნებიან სტიქაროსნები და მგალობლები. პირბადეები სავალდებულო იქნება მრევლისთვისაც, - ამის შესახებ დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა განაცხადა.
16:14 / 17.04.2020
 
კორონავირუსით ინფიცირების შვიდი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ბათუმში. მათ შორის ხუთი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია, ორი კი ქობულეთის კლასტერიდან. ამის შესახებ ჟურნალისტებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ განუცხადა.
00:03 / 17.04.2020
 
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
×