რეგიონები
ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობა იყო ჩემი კანდიდატურის დასახელება ოზურგეთის მერის არჩევნებში. თავს მოვალედ ვთვლი, ვემსახურო ჩემს ქალაქსა და საზოგადოებას და ოზურგეთს მადლობა გადავუხადო საქმითა და წარმატებული პროექტებით. მადლობა „ქართულ ოცნებას“ ჩემს მიმართ გამოხატული ნდობისთვის. მადლობას გადავუხდი გურიის რეგიონს, ოზურგეთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის , - განაცხადა „ქართული ოცნების“ ოზურგეთის მერობის კანდიდატმა ავთანდილ თალაკვაძემ წარდგენაზე.
18:37 / 19.08.2021
 
ხულოს აქვს დიდი ტურისტული პოტენციალი, რომელსაც ბოლომდე ავითვისებთ. ყველა სოფელში იქნება ტურისტული ადგილი, როგორც ხულოს ეკადრება, ისე ღირსეულად დავხვდებით აქ მობრძანებულ სტუმარს და ტურისტს - განაცხადა „ქართული ოცნების“ ხულოს მერობის კანდიდატმა ვახტანგ ბერიძემ წარდგენაზე.
19:22 / 18.08.2021
 
ხულოში ყოველთვის იციან ღირსეულის და უღირსის გარჩევა და საკადრის გადაწყვეტილებას იღებენ. ამიტომ, ბოლომდე ვარ დარწმუნებული ჩვენს გამარჯვებაში პირველივე ტურში. ამაყი ვარ, რომ დღეს კიდევ ერთხელ მიწევს თქვენთან შეხვედრა, ორმაგად ამაყი ვარ, რომ ვახტანგ ბერიძე, ჩვენი დასაყრდენი აქ, ხულოს მუნიციპალიტეტის ძალიან ღირსეული ხელმძღვანელი, მეორე ვადით იქნება როგორც მოქმედი, ისე მომავალი მერი თავის გუნდთან ერთად“ - განაცხადაა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ „ქართული ოცნების“ ხულოს მერობის კანდიდატის ვახტანგ ბერიძის წარდგენაზე.
19:18 / 18.08.2021
 
მადლობა ჩემს გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის, ქობულეთის მერობა პატივია და პასუხისმგებლობა, ამავდროულად, არის სიამაყე – განაცხადა „ქართული ოცნების“ ქობულეთის მერობის კანდიდატმა ლევან ზოიძემ წარდგენაზე.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდმა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, მაგრამ საჭიროა უფრო მეტი ინფრასტრუქტურული, ინოვაციური და სოციალური პროექტების განხორციელება.

„საჯარო სამსახურში მუშაობის პერიოდში ჩემთვის პრიორიტეტი იყო მოქალაქე და მასთან ურთიერთობა, აქედან გამომდინარე, ყველა გადაწყვეტილებას ვიღებდი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე. ჩემი შემდგომი სამუშაო რეჟიმიც გაგრძელდება მოქალაქეებთან მაქსიმალური ჩართულობით. ჩვენმა გუნდმა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება მიმდინარეობს, მაგრამ საჭიროა უფრო მეტი ინფრასტრუქტურული, ინოვაციური და სოციალური პროექტების განხორციელება. ჩვენ განვახორციელებთ ინოვაციურ პროექტებს მათთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია განათლება, ხელოვნება, სპორტი. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის, ქობულეთის მერობა პატივია და პასუხისმგებლობა, მაგრამ ამავდროულად არის სიამაყე“ – განაცხადა ლევან ზო
21:24 / 17.08.2021
 
კახეთის რეგიონში მკვლელობა მოხდა. მოკლულია სამი პირი. ინფორმაციას ამის შესახებ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ადასტურებენ.
20:06 / 16.08.2021
 
დღეიდან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აცრის სივრცე გაიხსნა, სადაც ვაქცინაციის მსურველებს თავდაპირველად 10 ამცრელი ჯგუფი მოემსახურება, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
17:28 / 15.08.2021
 
31 წლის ორსულს კორონავირუსის გართულების გამო ნაყოფი დაეღუპა. შვიდი თვის ორსული ბათუმიდან კლინიკა „ბომონდში" ორი დღის წინ შეიყვანეს. როგორც მისი მეუღლე აცხადებს, ბათუმში ადგილის არარსებობის გამო ქუთაისში გადაიყვანეს, მდგომარეობა დამძიმდა და ნაყოფი დაიღუპა.
12:18 / 12.08.2021
 
ქუთაისში ახალი კორონავირუსული ინფექციით ორსული გარდაიცვალა. 28 წლის ორსულის მდგომარეობა მძიმე იყო და ის კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა.
16:45 / 10.08.2021
 
გარდაბანში, მდინარე მტკვარში გაუჩინარებული არასრულწლოვანი გარდაცვლილი იპოვეს.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცხედარი წყლიდან უკვე ამოსვენებული და იდენტიფიცირებულია.
11:05 / 09.08.2021
 
ბათუმში კორონავირუსის შედეგად 21 წლის გოგო გარდაიცვალა. როგორც კლინიკაში განაცხადეს, 21 წლის გოგო ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში 24 ივლისს მოათავსეს, მას თანმდევ დაავადებებთან ერთად ტემპერატურა აღენიშნებოდა. მათივე ინფორმაციით, პაციენტს კლინიკაში შეყვანისას გეგმურად კვლევა ჩაუტარდა, რის შედეგადაც კორონავირუსი დაუდასტურდა. მათივე ინფორმაციით, 21 წლის გოგოს კლინიკაში შეყვანისას ფილტვები დაზიანებული ჰქონდა.
14:08 / 07.08.2021
 
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
×