რეგიონები
მესტიის მუნიციპალიტეტის ხაიშის თემის სოფელ იდლიანთან, მთის ფერდობზე ხანძრის ლოკალიზება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
18:43 / 05.07.2020
 
პირველადი ინფორმაციით, სოფელ ჯუგაანში საზამთროს ბაღები და სიმინდის ყანები დაისეტყვა.
21:43 / 21.06.2020
 
ბათუმში მშენებარე ობიექტიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
16:38 / 07.06.2020
 
ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი გაქურდეს. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, დღეს დილიდან ეკლესიაში სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. ქურდობის ფაქტს ადასტურებს მამა იოანე გორელიშვილი. სხვა დეტალები მომხდარის შესახებ უცნობია.
12:18 / 02.06.2020
 
კახეთში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსი 54 წლის მამაკაცს დაუდასტურდა, რომელიც სატვირთო მანქანის მძღოლია. მას მოსკოვში მოგზაურობის ისტორია აქვს.
17:22 / 31.05.2020
 
აჭარაში ერთი თვეა, კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად.
11:55 / 31.05.2020
 
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში 6 წლის ბიჭი მდინარეში დამხრჩვალი იპოვეს. აღნიშნულის შესახებ„ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. არსებული ინფორმაციით, ბავშვი დილის საათებში სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე თამაშობდა, მას შემდეგ, რაც ის ოჯახის წევრებმა ვერ იპოვეს, სამართალდამცავებს მიმართეს. სავარაუდოდ, ბავშვს მდინარის პირას ფეხი დაუცურდა.
22:26 / 30.05.2020
 
დღეს, ქობულეთში, "ქობულეთის, ცენტრალური საავადმყოფო – ბომონდის" ინფექციური განყოფილება გაიხსნა, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების სამედიცინო ტექნიკით.
11:16 / 26.05.2020
 
აჭარა მწვანე ზონა გახდა, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.
20:06 / 23.05.2020
 
აჭარაში ბოლო ორი კოვიდინფიცირებული პაციენტიც გამოჯანმრთელდა, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.
18:43 / 23.05.2020
 
კალენდარი
×