თბილისის შემოსავლელ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
თბილისის შემოსავლელ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
კატეგორიის სხვა სიახლეები
სამართალდამცავებმა 16 წელს მიუღწეველ პირთან სქესობრივი კავშირის ბრალდებით გორის მუნიციპალიტეტში ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ვადით რვიდან თორმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შემთხვევა გორის მუნიციპალოტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, არასრულწლოვანს, რომელთან სქესობრივი კავშირის გამოც მამაკაცი დააკავეს, 13 წლის ასაკში შვილი შეეძინა და იგი სოციალური სააგენტოს ბავშვთა ზრუნვის სამსახურის მზრუნველობის ქვეშ იმყოფება.

,,ინტერპრესნიუსის" წყაროს ცნობით, ბრალდებული 50 წლამდე ასაკის მამაკაცია.
14:44 / 04.03.2021
ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
22:29 / 03.03.2021
ნაქერალას უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებითაა შესაძლებელი, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
20:58 / 03.03.2021
თელავში მომხდარი ავარიის შედეგად, რამდენიმე ადამიანი მძიმედ დაშავდა.

Imedinews-ის ინფორმაციით, „ფოლკსვაგენის“ მარკის ავტომობილის მძღომა გზა „ბმვს“ მარკის ავტომობილს გადაუჭრა, რის შედეგადაც სხეულის მძიმე დაზიანებები ორივე ავტომობილის მძღოლმა მიიღო. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის, უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.
14:06 / 03.03.2021
გარდაბანში აფეთქების შედეგად 11 და 15 წლის ბავშვები დაშავდნენ. 15 წლის ბავშვის მდგომარეობა მძიმეა.

"სავარაუდოდ, 11 და 15 წლის ბავშვები სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ დაუსახლებელ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, სადაც შემთხვევა მოხდა. 11 წლის ბავშვმა ზედაპირული დაზიანებები მიიღო", - განაცხადა გარდაბნის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულები ძმები არიან.
16:17 / 01.03.2021
გორში ორი საჯარო სკოლა სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადადის. გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის, ნანა ტერმაკოზაშვილის განცხადებით, მიზეზი ტესტირების ფარგლებში გამოვლენილი, კორონავირუსის ახალი შემთხვევებია, რომელიც გორის მე-10 და მე-2 საჯარო სკოლებში დაფიქსირდა.
14:24 / 01.03.2021
წყალმომარაგების კომპანიამ, ქალაქ ზუგდიდში, დამატებით რვა ქუჩაზე წყალარინების ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში ყაზბეგის, ჯიქიას, ხელაიას, საირმის, ბარამიას, აღმაშენებლის (მიმდებარე ჩიხებით), თავისუფლებისა (მიმდებარე ჩიხებით) და კოსტავას ქუჩებზე წყალარინების ახალი სისტემები მოეწყობა.

აღნიშნული პროექტით ასევე ისარგებლებს სოფელ ინგირში, კოლექტორის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა.
13:25 / 01.03.2021
2021 წლის 1-ლი მარტიდან, საგზაო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, კახეთის რეგიონში, ახმეტის რაიონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 4 სექცია ამოქმედდა, - ამის შესახებ ინფორმაციას 112 ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სულ საქართველოს მასშტაბით უკვე 1 213 კმ. სიგრძის საავტომობილო გზა გაკონტროლდება სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით.

2021 წლის 1-ლი მარტიდან, საგზაო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, კახეთის რეგიონში, ახმეტის რაიონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 4 (ოთხი) ლოკაციაზე განთავსდა:
13:23 / 01.03.2021
ქვეყნის მასშტაბით საბავშვო ბაღებში განახლებულ სასწავლო პროცესს ახალ შენობაში ხვდებიან ანაკლიელი ბავშვები. სოფელ ანაკლიაში 110 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი დღეს გაიხსნა.

ახალი ბაღი თანამედროვე სტანდარტების მიხედვით აშენდა და ადაპტირებულია შშმ პირთათვის. მოეწყო შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, კომუნიკაციები, აღიჭურვა ავეჯითა და ტექნიკით.

ახალ საბავშვო ბაღში განახლებულ სასწავლო პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი შენგელიასთან ერთად გაეცნო.
13:07 / 01.03.2021
ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე "ოქროს ბირჟა" დააყაჩაღეს. გამყიდველების ინფორმაციით, უნივერმაღის ყოფილ შენობაში უცნობი პირი შეიჭრა, ოქროულობა გაიტაცა და მიიმალა.

მათივე თქმით, ბოროტმოქმედი სავარუდოდ შეიარაღებული იყო. თუ რა რაოდენობის ძვირფასეულობაა წაღებული, ამ დროისთვის უცნობია.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი და საგამოძირბო მოქმედებები მიმდინარეობს.

შსს-ს განცახდებით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ყაჩაღობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

უწყების ცნობით, საგამოძირბო მოქმედებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
14:41 / 26.02.2021
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
×