ოკუპირებულ ოჩამჩირეში კერძო სახლში ხანძრის შედეგად მამაკაცი დაიღუპა. ამის შესახებ აფხაზური მედია იუწყება.
ოჩამჩირეში, პაპასკირის ქუჩაზე ორსართულიან კერძო სახლში ხანძარი 8 იანვრის საღამოს გაჩნდა. ადგილზე ოჩამჩირის დე ფაქტო საქალაქო სამსახურების სახანძრო ბრიგადა და მაშველები მივიდნენ. აფხაზური მედიის ცნობით, მათი მისვლისთვის სახლის მეორე სართული და სახურავი მთლიანად ცეცხლში იყო გახვეული. პირველი სართულის დაცვა მოხერხდა, თუმცა, ხანძრის შედეგად ადგილზე დაიღუპა სახლის მფლობელი.
გარდაცვლილის ვინაობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.