აფხაზეთში სკოლამდელი ასაკისთვის ბავშვებისთვის გამოსცემენ სახელმძღვანელოს, რომელსაც „ანბან“ ჰქვია. როგორც „სპუტნიკ აბხაზია“ იუწყება, წიგნი გამოსაცემად მზადაა.
ასეთივე სახელმძღვანელო მზადდება პირველკლასელებისთვისაც.
ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ გასულ წელს აფხაზეთის დე ფაქტო განათლების სამინისტროს დაკვეთით აფხაზურ ენაზე 23550 ეგზემპლარი სახელმძღვანელო, სამუშაო რვეული და წერის დედანი გამოიცა.