სამართალი
არ ვიცი, სურათს მაჩვენებთ, რომელიც ცხოვრებაში არ მინახავს, - ასე პასუხობს შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე ჟურნალისტს, რომელმაც საკრებულოს შენობაში ნაპოვნი მოწყობილობის მსგავსი ფოტო და ანოტაცია აჩვენა, სადაც ნათქვამია, რომ მოწყობილობას შეუძლია სიგნალის ჩახშობა.
13:56 / 15.10.2021
 
მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორის, ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტს წინასწარ ჰქონდა პირობა გაცემული, რომ გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს სასჯელს შეუმცირებდა და შეიწყალებდა.
23:02 / 11.10.2021
 
საქართველოს პროკურატურამ, ქ. გორში, დიდი ბრიტანეთის მოქალაქის, ტ.კ.-ს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის და ძარცვის ფაქტზე - გ.ბ.-ს, ზ.ფ.-ს, გ.ქ.-ს და გ.ო.-ს ბრალდება წარუდგინა, ხოლო განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი წარედგინა ვ.ო.-ს.
23:00 / 11.10.2021
 
საქართველოს პროკურატურა სამძიმარს უცხადებს ბათუმში, კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებს, სრულიად საქართველოს და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი უმძიმესი ტრაგედიის გამო. საქართველოს პროკურატურამ სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი გამოიწვია, ზ.ბ.-ს, ხ.ს.-ს და გ.ს.-ს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
16:40 / 10.10.2021
 
რუსთავის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან, სადაც მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასჯელს იხდის, ზვიად კუპრავა დააკავეს.
13:58 / 08.10.2021
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ნგრევის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, მოხდა სამაშველო და საპოლიციო ძალების მობილიზება, ასევე, ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
13:32 / 08.10.2021
 
შსს-ში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე დეტალურად ისაუბრეს ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულების დასაკავებლად ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე.
11:13 / 08.10.2021
 
გაცნობებთ, რომ მსჯავრდებული ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი სარგებლობს ტელევიზორით და გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხელოვნურად გაჭიანურდა ტელევიზორის მიწოდების პროცესი ტყუილია, - ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
21:47 / 07.10.2021
 
პოსტკოვიდური გართულებებით რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაცვლილი ახალგაზრდა ფეხბურთელის მამამ გაიოზ ჩარკვიანმა პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა.
19:04 / 07.10.2021
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე მომხდარ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, ძებნილი პირები დააკავეს.
17:26 / 07.10.2021
 
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
×