სამართალი
საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ბათუმის აეროპორტი"ნარკოტიკული საშუალებები და დიდი ოდენობით ნარკოტიკული/ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ (მალულად) შემოტანის ფაქტი აღიკვეთა.
13:41 / 27.10.2022
 
საქართველოს პროკურატურამ 2020 წლის 31 ოქტომბერს, თბილისში საარჩევნო უბანზე მომხდარი ძალადობის ფაქტზე 2 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
13:40 / 27.10.2022
 
კახეთში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები გაარკვია. ირკვევა, რომ სიღნაღში, წნორის გზაზე ძმის მიერ მოკლული ქალი, მერი ალადაშვილია.

ზურაბ ალადაშვილი დის მკვლელობას არ აღიარებს.

როგორც ადგილობრივები ყვებიან, ძმები ჩხუბონდნენ, და კი მათ აშველებდა, რა დროსაც მას ხელი კრეს, თავი დაარტყა და სისხლისგან დაიცალა.

ახალგაზრდდა კაცი ბრალს არ აღიარებს.

კახეთში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ განცხადეაბ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა. გომელაურის უწყებაში აცხადებენ, რომ 35 წ3ლის კაცს ბრალად ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ედება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა მამაკაცმა სიღნაღში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თავის დას - 1988 წელს დაბადებულ მ.ა.-ს ფიზიკური დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-117-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ტვ პირველი
13:28 / 27.10.2022
 
კახეთში ძმამ და მოკლა. შსს-ს ინფორმაციით, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მამაკაცმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დას ფიზიკური დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
13:18 / 27.10.2022
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანიის - „ემეგობრე პოლიციას“ ფარგლებში, რეგიონების სკოლებში მართლწესრიგის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება.
11:38 / 27.10.2022
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ვ.დ., არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
11:24 / 27.10.2022
 
„ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
11:21 / 27.10.2022
 
კანონის უზენაესობის 2022 წლის ინდექსით საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზე, მსოფლიოში კი 49-ე ადგილზეა. შესაბამის ანგარიშს ამერიკული ორგანიზაცია World Justice Project აქვეყნებს, რომლის შტაბ-ბინა ვაშინგტონში მდებარეობს.
09:48 / 27.10.2022
 
საქართველოს პროკურატურამ გენდერის ნიშნით, არასრულწლოვნების თანდასწრებით ჩადენილი სისტემატური ოჯახური ძალადობის, მუქარის და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
18:41 / 26.10.2022
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ძებნის სამმართველოს თანამშრომლებმა 2002 წელს ჩადენილი დანაშაულისთვის ძებნილი პირი - 1975 წელს დაბადებული კ.ც. დააკავეს.
12:25 / 26.10.2022
 
კალენდარი
×