გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, მეუღლის გაუპატიურების, არასრულწლოვნის თანდასწრებით მეუღლის არაერთგზის ცემის, მუქარის, თვითმკვლელობამდე მიყვანისა და, წინასწარი შეცნობით, თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი შვილების მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით, კახეთში 1982 წელს დაბადებული დ.გ. დააკავეს, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.