სამართალი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია მინისტრის მოადგილის - გიორგი ბუთხუზის ხელმძღვანელობით, ლატვიის რესპუბლიკას სამუშაო ვიზიტით ეწვია, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
11:09 / 24.05.2022
 
დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას სასამართლო პროცესი 24 მაისს გაიმართება.
10:53 / 24.05.2022
 
საქართველოს პროკურატურამ თელავის რაიონის სოფელ აკურაში მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ი.გ.-ს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
20:20 / 23.05.2022
 
საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებული მეუღლის - როინ მებონიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს.
10:00 / 23.05.2022
 
საქართველოს პროკურატურამ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა.
18:20 / 22.05.2022
 
საზოგადოებრივ ტრანსპორტში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს შესაძლოა ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდეს, ამის შესახებ “რუსთავი 2”-თან საუბრისას ბრალდებულის ადვოკატმა განაცხადა.
14:32 / 22.05.2022
 
ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის მფლობელი, ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ბიზნესმენი მზად არის, დაინტერესების შემთხვევაში, შეხვდეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და გააცნოს ის რეალობა, რომელიც ტელეკომპანიაში დახვდა.
20:05 / 20.05.2022
 
მარტივ ლოგიკასაც კი არ შეესაბამება მოსაზრებები და მსჯელობები, რომ გამოძიების დაწყება რამენაირად დაკავშირებულია გვარამიას, როგორც მედიამენეჯერის მიმართ შურისძიებასთან მიმართებით, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა განაცხადა.
11:13 / 19.05.2022
 
სამწუხაროა, რომ სახალხო დამცველს ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით აქვს მსგავსი პოზიცია მაშინ, როდესაც ის არ იცნობს სისხლის სამართლის საქმის მასალებს სრულად. მას ჩვენთან, ბრალდების მხარესთან არ უცდია კომუნიკაცია და მისმა წარმომადგენელმა ერთ-ერთმა სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ მხოლოდ ერთ კონკრეტულ ეპიზოდთან დაკავშირებით ჰქონდათ ფრაგმენტულად სისხლის სამართლის საქმის მასალები. იმისათვის, რომ სისხლის სამართლის საქმე შეფასდეს, აუცილებელია შემფასებელმა, სულ მცირე სრულად იცოდეს ის ინფორმაცია, რაც საქმეშია მოცემული, - ამის შესახებ ნიკა გავრამიას საქმის პროკურორმა ამირან გულუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
11:06 / 19.05.2022
 
საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დერცელის საჯარო სკოლის ყოფილი ბუღალტერი დააკავა.
20:07 / 18.05.2022
 
კალენდარი
×