შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და განზრახ უკანონოდ დაკავების ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დმანისის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე შ.ზ. დააკავეს.
სოფელ ნამოხვანში, მდინარეში გაუჩინარებულ კაცს მაშველები ამ დრომდე ეძებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მომხდარზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
ბათუმში 52 წლის ქალი სავარაუდოდ დისშვილმა დაჭრა. შემთხვევა გორგილაძის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში მოხდა. თვითმხილველები ოჯახურ კონფლიქტზე საუბრობენ, რაც ქონების გაყოფას უკავშირდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციამ, სოფელ გამარჯვებაში ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილი ავტომობილის დაზიანების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.
მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ბრალდებულ ახალციხის კლინიკა „იმედის“ ორ ექიმსა და ერთ ექთანს აღკვეთის ღონისძიების სახით, თითოეულს 3 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.