სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 85 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
13:40 / 25.04.2020
 
„გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და „გირჩის“ 14 აქტივისტი 3000 ლარით დააჯარიმეს, ხოლო სამი პირი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
17:20 / 23.04.2020
 
სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურამ გამოძიების მიერ შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახში მომხდარ ფაქტზე ბ.ნ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით წარუდგინა.
17:23 / 23.04.2020
 
საქართველოს პროკურატურამ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და სოციალური დისტანციის დაცვის მიზნით, პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი იმ ბრალდებულებისთვის, რომელთაც სატელეფონო კომუნიკაცია ბრალდების მხარის მიერ აქვთ შეზღუდული, სატელეფონო ზარების განხორციელების შესაძლებლობა 22 მაისამდე გაუგრძელა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
10:45 / 23.04.2020
 
სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად პოლიციის პოლკოვნიკი აკაკი ხასაია დაინიშნა.
23:28 / 22.04.2020
 
პროკურატურამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, ს.გ.-ს ბრალდება არაპირდაპირი განზრახვით მკვლელობის მუხლით წარუდგინა, – აცხადებენ მთავარ პროკურატურაში. საუბარია ვაჟა-ფშაველას გამზირზე მომხდარ ფაქტზე.
16:19 / 21.04.2020
 
სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა მესტიის რაიონის სოფელ მულახში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე გამოძიება 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) დაიწყო.
22:19 / 20.04.2020
 
კახეთის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა. გარდაცვლილია ერთი ადამიანი.
20:02 / 19.04.2020
 
პოლიცია, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნების აღსრულების და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ.ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
13:35 / 19.04.2020
 
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 321 ახალი ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ  შინაგან საქმეთა სამინისტროდან გვაცნობეს.
14:35 / 18.04.2020
 
კალენდარი
×