სამართალი
თელავში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. მსუბუქი ავტომანქანა მაღაზიას დაეჯახა.
11:30 / 14.04.2021
 
პროკურატურამ საფრანგეთში რეგისტრირებული კომპანიის დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტი გამოავლინა. აღნიშნულის შესახებ გენერალური პროკურატურიდან გვაცნობეს. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, მომხდართან დაკავშირებით, ორი პირის მიმართ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა.
10:35 / 14.04.2021
 
ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებული ბიზნესმენის, დავით კოდუასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.
09:26 / 14.04.2021
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სოფელ გუმათში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის 6 პირი დააკავეს.
00:47 / 14.04.2021
 
ბრალდებასთან დაკავშირებით, თითქოს ჩვენი კომპანია შეჭრილია კერძო ტერიტორიაზე, ძალიან ნათელი სურათია, რომელიც დასტურდება ამონაწერით საჯარო რეესტრიდან. აღნიშნული მიწის ნაკვეთი 2019 წელს კომპანიამ გამოისყიდა, მას შემდეგ, რაც გაფორმდა მთავრობასთან პროექტის განხორციელების ხელშეკრულება სააქციო საზოგადოება „ნამახვანიდან“, პროექტის განხორციელების მიზნებისთვის და მოიპოვა საკუთრების უფლება ამ საპროექტო ტერიტორიაზე, - აცხადებს „ნამახვანჰესის“ მშენებელი კომპანიის, ENKA Renewables-ის მთავრობასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ელენე ღუბიანური.
20:18 / 13.04.2021
 
პროკურორმა ამირან გულუაშვილმა ნიკანორ მელიას პატიმრობაში დატოვების შესახებ მოსამართლის გადაწყვეტილებაზე მედიასთან განმარტება გააკეთა. „ბრალდების მხარეს დღევანდელ სასამართლო სხდომაზე არანაირი შუამდგომლობა აღკვეთი ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით, ან მის გამოყენებასთან დაკავშირებით, არ ჩამოუყალიბებია. ისევე როგორც მოსამართლის წინაშე ეს შუამდგომლობა არ დაუყენებია დაცვის მხარეს“, - განაცხადა გულუაშვილმა.
18:57 / 13.04.2021
 
საქართველოს პროკურატურამ მეუღლის და შვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე დ.კ.-ს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებეულ ინფორმაციაში.
16:39 / 13.04.2021
 
თუკი აქამდე ნიკა მელია იყო პოლიტიკური პატიმარი, დღევანდელი პროცესის შემდეგ ის არის პოლიტიკური ტყვე, რომელსაც ვაჭრობის საგნად იყენებს ხელისუფლება ოპოზიციასთან მოლაპარაკებების პროცესში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას საქმის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა ჟურნალისტებს სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
16:33 / 13.04.2021
 
ჩინჩალაძის მონა ხარ, - ამ სიტყვებით მიმართა მოსამართლეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ მას შემდეგ, რაც მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ის პატიმრობაში დატოვა.
15:55 / 13.04.2021
 
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
15:55 / 13.04.2021
 
კალენდარი
×