იმერეთის პოლიციამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მომხდარი ორი მამაკაცის მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
სოფელ რიონში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ადგილობრივების ინფორმაციით, მათივე ბიძაშვილს ეძებენ. დაღუპულები 30 და 35 წლის მამაკაცები არიან, ერთს ტყვია მუცელში, მეორეს კი - ფეხში აქვს მოხვედრილი.
ბათუმში ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავეს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული არიან: 1975 წელს დაბადებული კ.ბ. და ამავე წელს დაბადებული, უცხო ქვეყნის მოქალაქე შ.მ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოსა და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 11 პირი დააკავეს და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთის“ მომსახურების სამმართველოს უფროსი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სუს-ის პრესსამსახური ავრცელებს.
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს. 2 აპრილი არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა. დღეს მას 38 წელი შეუსრულდებოდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის სტუმრებიდან 32 პირი იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის გამო დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორისაა თავად პოზნერი.