სამართალი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს, 13:00 საათზე გაიმართება. ადვოკატების და თავად ბრალდებულის მოთხოვნის მიუხედავად, რომ სხდომა სასამართლოში ჩატარდეს, პროცესის ადგილი ამ დრომდე უცნობია.
10:43 / 10.11.2021
 
სპეციალური პენიტენციური სამსახური მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან პატიმარ მიხეილ სააკაშვილის გასვლის კადრებს ასაჯაროებს.
00:33 / 09.11.2021
 
შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმდინარე აქციების და შეკრებების დროს მოქალაქეებსა და პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებს, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, პატივი სცენ პოლიციელთა პროფესიულ საქმიანობას, არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას და დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
14:21 / 08.11.2021
 
მიხეილ სააკაშვილი 30 ოქტომბრიდან სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსისა და დაწესებულების სამედიცინო პერსონალის თხოვნით, სამედიცინო დანიშნულებით, მცირე ოდენობით, იღებდა წვენებსა და მინერალური შემცველობის პიურეებს. ამ პროდუქტს მას თავად სამედიცინო პერსონალი აწვდიდა, რომელთა განმარტებით, აღნიშნული ვერ შეფასდება, როგორც საკვები, – ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
18:51 / 06.11.2021
 
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის გიორგი გელხაურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი დასუსტებულია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია.
16:14 / 03.11.2021
 
თუ შეეცდებიან, რომ დისტანციურად ჩაატარონ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა, ჩვენ უარს განვაცხადებთ, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა გიორგი გელხაურმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლამდე განაცხადა.
12:12 / 03.11.2021
 
პოლიციამ ახვლედიანის ქუჩაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.
23:41 / 01.11.2021
 
თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე, ერთ-ერთ მასაჟის ცენტრში, სავარაუდოდ, ჩინეთის მოქალაქე მოკლეს. გავარცელებული ინფორმაციით, დაშავებულია კიდევ ერთი ადამიანი.
16:11 / 01.11.2021
 
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სახელმწიფო ხელისუფების დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე აწარმოებს გამოძიებას, ამის შესახებ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე რამდენიმე წუთის წინ განაცხადეს.
19:50 / 29.10.2021
 
საქართველოს პროკურატურა რამდენიმე ქვეყნაში, მათ შორის საქართველოში ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ჩატარებული სპეციალური ოპერაციის თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს.
17:40 / 28.10.2021
 
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
×