სამართალი
პრემიერ-მინისტრმა, ვიცე-პრემიერებთან ერთად, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ახალი ოფისი გახსნა
20:55 / 09.09.2020
 
ოკუპანტების მიერ გატაცებული ზაზა გახელაძის წერილი დღეს ოჯახს წითელმა ჯვარმა გადასცა. გახელაძის მეუღლე, ირმა ბუთხუზის განმარტებით, წერილიდან ირკვევა, რომ ჭრილობა, რომელიც მას დაკავების დროს ოკუპანტებმა ფეხში მიაყენეს, ჯერ კიდევ მოურჩენელი აქვს.
18:42 / 09.09.2020
 
საქართველოს პროკურატურამ, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს მიხეილ რამიშვილს ერთ-ერთი ტელეკომპანიის საშუალებით მის მიერ გასაჯაროებულ ფოტომასალასთან დაკავშირებით ინფორმაცია მოსთხოვა. როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, მიხეილ რამიშვილმა პირდაპირ ეთერში გაასაჯაროვა ფოტომასალა, რომელიც მისი თქმით, სატელიტიდანაა გადაღებული და სოფელ მაწევანის ტერიტორიას 2020 წლის 19-22 ივლისს ასახავს.
14:19 / 09.09.2020
 
„ცენტრ პოინტის" დამფუძნებელი გუკა რჩეულიშვილი, რომელიც ცოლის, ლელა კილაძის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე გაცემული შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ბრალდებით დააკავეს, სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
11:37 / 09.09.2020
 
დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის მიერ მოგებული თასები, რომელიც დაზიანებულია. „მნიშვნლოვან საერთაშორისო ტურნირებზე მოგებული თასები ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ, ნეკა დოროყაშვილმა ვანდალურად დაამტვრია“, – წერს გამოცემა „პრაიმტაიმი“.
18:43 / 08.09.2020
 
თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყაჩაღობისთვის და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულ ორ პირს 20-20 წლით, ერთ პირს კი, 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
14:23 / 08.09.2020
 
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების სასამართლო მიმდინარეობს. მცხეთის რაიონულ სასამართლოში 19 ივნისის იუბილარი ანა გაბეჩავა ადვოკატების თანხლებით მივიდა.
21:00 / 07.09.2020
 
გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორის დავით ყაზარაშვილის განცხადებით, შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების საკნებში ვიდეო და აუდიო ჩაწერა სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა და სხვა მტკიცებულებებთან ერთად ეს მასალები ბრალდების მხარემ 3 სექტემბერს მხოლოდ დაცვის მხარეს გადასცა.
17:04 / 07.09.2020
 
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 15 წლის მოზარდის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
11:04 / 07.09.2020
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, უკრაინის მოქალაქეები: 1998 წელს დაბადებული მ.კ და 1994 წელს დაბადებული მ.ვ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტზე თბილისში დააკავეს.
10:53 / 07.09.2020
 
კალენდარი
×