სამართალი
ნაგავსაყრელიდან მოხმარებისთვის უვარგისი და ვადაგასული ხორცპროდუქტებისა და საკონდიტრო ნაწარმის რეალიზაციის ფაქტზე 4 ადამიანი დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულები თანხის სანაცვლოდ ქვემო ქართლის ტერიტორიაზე მდებარე ნაგავსაყრელიდან გასანადგურებლად განკუთვნილ პროდუქციას ჰყიდდნენ.
10:54 / 29.12.2021
 
კონსპირაციულად, ფარულად, მუხთლურად ტარდება არა რეფორმები, არამედ რეპრესიები! - ამის შესახებ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს, სადაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილებას ეხმაურება.
22:56 / 28.12.2021
 
ვარკეთილში ორსული მეუღლის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ გოგა გზირიშვილს სურს, რომ მოსამართლემ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯოს. „არ ვითხოვ გირაოს და ვითხოვ, დავისაჯო ყველაზე მკაცრი სასჯელით“, - უთხრა ბრალდებულმა ადვოკატს.
20:15 / 23.12.2021
 
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებული სისასტიკით ორსული მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
19:33 / 23.12.2021
 
ვარკეთილში ქმარმა ხუთი თვის ორსული მეუღლე მოკლა.
18:30 / 22.12.2021
 
ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია შეუძლოდ გახდა და მეზობელ სახელმწიფოში, საავადმყოფოში იმყოფება.
23:56 / 20.12.2021
 
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძა, თეიმურაზ ალასანია, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით იყო დაკითხვაზე დაბარებული, სასამართლოში არ გამოცხადდა.
19:12 / 20.12.2021
 
გენერალური პროკურატურა საქართველოს გენშტაბის ყოფილი უფროსის მოადგილის გიგი კალანდაძის გერმანიაში დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
11:09 / 20.12.2021
 
გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიაში, კერძოდ ბერლინში, საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი უფროსი გიორგი კალანდაძე დააკავეს.
დაკავება, სავარაუდოდ, ქართული მხარის მოთხოვნით განხორციელდა.
18:41 / 19.12.2021
 
„მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა, 23 დეკემბერს დანიშნულ სასამართლო პროცესს ვერ დაესწროს ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე“, - ამის შესახებ „მთავარი არხის“ დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.
19:18 / 17.12.2021
 
კალენდარი
×