საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ ყოფილმა ფეხბურთელმა ხავიმ კამპანიაში #დარჩისახლში, ყოფილი თანაგუნდელები, სერხიო ბუსკეტსი და ლიონელ მესი გამოიწვია, რაზეც მათ ოპერატიულად უპასუხეს.
კორონავირუსის გავრცელების გამო, მსოფლიოს ცნობილი ფეხბურთელები თვითიზოლაციაში გართობის ორიგინალურ ხერხს მიმართავენ და ტუალეტის ქაღალდს კენწლიან. ვიდეოს CB Qure5hix ავრცელებს.