სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, დავით ჭაკუას გერმანიიდან ექსტრადირების თაობაზე საქართველოს პროკურატურა ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, დავით ჭაკუას გერმანიიდან ექსტრადირების თაობაზე საქართველოს პროკურატურა ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
კატეგორიის სხვა სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტრომ კასპში, 1958 წელს დაბადებული მ.კ. განზრახ მკვლელობის, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა. ამ საკითხზე უწყებამ განცხადება ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა 1978 წელს დაბადებული დ.ბ., რომელიც ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 1949 წელს დაბადებულ გ.ნ.-ს სხეულზე დაზიანება მიაყენა. დაშავებული გ.ნ. სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს," - წერია უწყების განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა კასპში 19 სექტემბერს მოხდა - კაცმა საკუთარ სახლში გაისროლა - დაიღუპა 1, ხოლო დაიჭრა კიდევ 1 პირი.
10:00 / 20.09.2020
მკვლელობა ხაშურში - კუთვნილი ხელფასის მისაღებად ყოფილ სამსახურში მისვლა 38 წლის მამაკაცისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. სამშენებლო მასალების მწარმოებელ საწარმო "ელისში" ძველი თანამშრომლის გამოჩენამ და მისი მოთხოვნის დაყენებამ სიტუაცია დაძაბა. კონფლიქტი მოგვიანებით დაპირისპირებაში გადაიზარდა.
21:57 / 19.09.2020
კიდევ ერთი მკვლელობა შიდა ქართლში. შემთხვევა ქალაქ კასპში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ხელოსანმა დამკვეთი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა, ხოლო მისი მეგობარი დაჭრა.
19:41 / 19.09.2020
რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს მერაბ ბესელიას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
14:44 / 19.09.2020
პროკურორ ამირან გულუაშვილის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის ე.წ საკალმახის ტერიტორიაზე გატყუებას ადგილი არ ჰქონია, რასაც მისი გადაადგილების მარშრუტიც ადასტურებს. ამის შესახებ პროკურორმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360"გრადუსი განაცხადა.
10:52 / 19.09.2020
"ნაციონალური მოძრაობის" წევრს ლაშა ცუცქირიძეს თავს დაესხნენ. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, მის საცხოვრებელ სახლთან, იოსებიძის ქუჩაზე მოხდა.
10:19 / 19.09.2020
რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტ მერაბ ბესელიას ბრალი წარედგინა. მერაბ ბესელიას გამოძიება მორაგბე რამაზ ხარაზიშვილზე შეიარაღებულ თავდასხმას ედავება.
20:50 / 18.09.2020
თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით, დავით ფურცხვანიძის სახლსა და ოფისში სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. გავრცელებული ინფორმაციით, დავით ფურცხვანიძე გამოკითხვაზე იმყოფება.
17:17 / 18.09.2020
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მომენტისთვის, მისი გარდაცვალებიდან გასულია დაახლოებით 4 დღე. თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარს მექანიკური დაზიანების რაიმე ნიშნები, მათ შორის ინექციის კვალი არ აღენიშნება, - ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა განაცხადა.
13:14 / 18.09.2020
საქმეში ნამდვილად გარკვეული მოიპოვება ვიდეო და აუდიომასალა, რომელიც ნამდვილად მძიმე მოსასმენი და საყურებელია და ვადასტურებთ, რომ ნამდვილად არსებობს ჩანაწერები, რომელშიც თამარ ბაჩალიაშვილი საუბრობს ტყეში თვითმკვლელობით სიცოცხლის დასრულებაზე, - ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა განაცხადა.
13:09 / 18.09.2020
კალენდარი
×