პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ა.გ.-ს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ა.გ.-ს ბრალდება წარუდგინა
კატეგორიის სხვა სიახლეები
მოვყვე, სად ვართ მისულები, სად ველოდებით ბატონ ესებუას?! ბარემ პირდაპირ ეთერში მოვახსენებ - ზეგ მოვალთ, მოემზადე, ბატონო ესებუა, გაიქეცი აქედან, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, როდისაა მოსალოდნელი ზუგდიდში "საქართველოს ბანკის" დაყაჩაღებისთვის ძებნილი ბადრი ესებუას დაკავება.
19:25 / 05.03.2021
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, დღეს სახალხო დამცველის მიერ საჯაროდ გავრცელდა სასამართლოს მეგობრის მოსაზრება (Aმიცუს ჩურიაე), რომლითაც მან ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.

გვსურს განმარტება გავაკეთოთ სახალხო დამცველის მიერ მომზადებულ ზემოაღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით, რათა არ მოხდეს ბრალდებულთა მიმართ მიმდინარე მართლმსაჯულების პროცესის დისკრედიტაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, სასამართლოს მეგობრის სახელით სასამართლოსთვის წერილობითი მოსაზრების წარდგენის მიზანია სასამართლოს დახმარება სათანადოდ შეაფასოს განსახილველი საკითხი და არ არის პროცესის რომელიმე მონაწილის მხარდაჭერა. აღნიშნულის საპირისპიროდ, სახალხო დამცველმა შეითავსა ბრალდებულების ადვოკატის ფუნქცია. ნინო ლომჯარია სრულიად დაუსაბუთებელი და ცალმხრივად მომზადებული მოსაზრებით მოგვევლინა, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სასამართლოს მეგობრის და სახალხო დამცველის როლის საწინააღმდეგოდ, კონკრეტული ბრალდების სისხლის სამართლის საქმის მხარედ.
18:00 / 05.03.2021
პოლიციამ ჩინეთსა და სამხრეთ აფრიკაში "კოვიდ-19"-ის საწინააღმდეგო ყალბი ვაქცინების ათასობით დოზა ამოიღო. ინფორმაციას გამოცემა "გარდიანი" ავრცელებს.

როგორც მომხდართან დაკავშირებით ინტერპოლში განაცხადეს, ეს მხოლოდ "აისბერგის წვერია" და პანდემიის პერიოდში ყალბი ვაქცინებითა თუ მედიკამენტებით ვაჭრობას, სავარაუდოდ გაცილებით დიდი მასშტაბი აქვს.

სამართალდამცავების ცნობით, ყალბი ვაქცინის 2 400 დოზა იოჰანესბურგთან ახლოს, ერთ-ერთი სახლის საწყობიდან ამოიღეს. ასევე, აღმოჩენილია ყალბი პირბადეები. დაკავებულია ჩინეთის სამი და ზამბიის ერთი მოქალაქე.
16:00 / 05.03.2021
თავდაცვის მინისტრი გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახს სამძიმარს უცხადებს და პირობას აძლევს, რომ გამოძიება ობიექტურად წარიმართება, - ამის შესახებ მან „ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა.
20:49 / 04.03.2021
საქართველოს პროკურატურამ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გორის რაიონული ორგანიზაციის ქონების დაზიანების ფაქტზე ოთხ პირს - გ.კ.-ს, თ.ა.-ს, თ.მ.-ს და გ.ბ.-ს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2 მარტს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფებმა გ.კ.-მ, თ.ა.-მ, თ.მ.-მ და გ.ბ.-მ შეუწყნარებლობის მოტივით, დააზიანეს ქ. გორში გარსევანიშვილის ქუჩაზე მდებარე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გორის რაიონული ორგანიზაციის ქონება, რამაც 1500 ლარის ქონებრივი ზიანი გამოიწვია.
17:40 / 04.03.2021
სამართალდამცველებმა მოსამართლოს განჩინების საფუძველზე, დოკუმენტის გაყალბების, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის და თაღლითობის მცდელობის ბრალდებით, ორგანიზებული ჯგუფის 5 წევრი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაკავებულთა შორის ერთ-ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ყალბი დოკუმენტაციის გამოყენებით ცდილობდნენ ერთ-ერთი მოქალაქის დეპოზიტზე არსებული თანხის თაღლითურად დაუფლებას.
13:53 / 04.03.2021
თბილისის საქალაქო სასამართლოში გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის დაკითხვა მიმდინარეობს.

თამაზაშვილი ჩვენებას მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მტკიცებულებების ფალსიფიკაციის საქმეზე აძლევს, რომელიც საქმეში ახალი ფიგურანტის - მარიამ შარაშიძის მიერ ბაჩალიაშვილების ოჯახისთვის მიწოდებულ "სქრინებს" შეეხება.

როგორც ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, ეკა ქობესაშვილი აცხადებს, გამოძიებას მოწმისგან ამოღებულ მობილურ ტელეფონზე ექსპერტიზა ამ დრომდე არ დაუსრულებია.

"თეონა თამაზაშვილი სასამართლოს ჩვენებას მისცემს იმ ფაქტთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება "სქრინებს", რომელიც მარი შარაშიძემ წარმოადგინა ჩვენ წინაშე. ის ამბობს, რომ ხშირი მიმოწერა ჰქობდა ბაჩალიაშვილთან და თამუნა მას უყვებოდა, თუ როგორ ემუქრებოდა საფრთხე. ამასთან დაკავშირებით საქმის გამოძიება დაიწყო მტკიცებულებების ფალსიფიკაციის ფაქტზე. გამოძიებას არ ჰქონდა ეს "სქრინები" ნანახი, არც მოწმეებთან არ ჰქონდათ გასაუბრება ჩატარებული, ისე დაიწყეს გამოძიება. ეს ყველაფერი მოხდა ისე, რომ არც ექსპერტიზის დასკვნა არ იყო და არ ვიცოდით, მტკიცებულება იყო თუ არა გაყალბებული.
13:33 / 04.03.2021
სამართალდამცველებმა 1984 წელს დაბადებული ზ.ს. განზრახ მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დანაშაული 11-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, წარსულში არსებული უთანხმოების გამო მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, ორი პირი - 2001 წელს დაბადებული შ.ქ. და 1988 წელს დაბადებული თ.გ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა.
11:35 / 04.03.2021
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, 500 კოლოფი უაქციზო სიგარეტი გამოავლინეს, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

"საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს საქონელი ჩამოერთვა. აღნიშნულ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა", - ნათქვამია განცხადებაში.
11:31 / 04.03.2021
დავით სარალიძის განზრახ, ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ მკვლელობაში მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას ადვოკატი ზურაბ თოდუა საჩივარს სტრასბურგის სასამართლოსთვის ამზადებს. აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თოდუამ განუცხადა. როგორც ადვოკატი განმარტავს, ადამიანის უფლებათა ევროპულ საამართლოში საჩივარს რამდენიმე დღეში გაგზავნის.

თოდუას თქმით, საჩივარში ყურადღებას იმ დაღვევებზე გაამახვილებს, რომელსაც კალანდიას მიმართ ადგილი ჰქონდა. ადვოკატის განმარტებით, საჩივარი ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლო უფლების დარღვევას. თოდუა მიიჩნევს, რომ კალანდიას ეს უფლება დაერღვა ყველა ინსტანციის სასამართლოში, განსაკუთრებით, კი, ეს დარღვევა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებში აისახა.
11:05 / 04.03.2021
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
×