დავით გარეჯის საკითხზე პროკურატურაში საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი მანჯგალაძე იკითხება
დავით გარეჯის საკითხზე პროკურატურაში საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი მანჯგალაძე იკითხება
კატეგორიის სხვა სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით ფოთის საქალაქო სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

დანაშაული სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით აგრძელებს.
16:32 / 26.01.2021
თბილისში, დიღმის მასივში სუპერმარკეტ "ნიკორას" თანამშრომელი დაჭრეს. თანამშრომელი შესვენებაზე იმყოფებოდა, როდესაც ეს ინციდენტი მოხდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
12:28 / 26.01.2021
ევროკავშირმა შესაძლოა, კორონავირუსის ვაქცინის ექსპორტი გაამკაცროს. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ვაქცინის ერთ-ერთ მწარმოებელ "ასტრაზენეკას" წარმოების პროცესში შექმნილი პრობლემების გამო, ვაქცინის დაგეგმილ ვადებში მიწოდებასთან დაკავშირებით შეფერხება აქვს.

ევროკავშირის ჯანდაცვის კომისრის სტელა კირიაკიდესის განცხადებით, ევროკავშირი მიიღებს ყველა ზომას მისი მოქალაქეების დასაცავად.
11:36 / 26.01.2021
შინაგან საქმეთა სამინისტრომ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1368 ფაქტი გამოავლინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ.
სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის
1368 ფაქტი გამოვლინდა.
11:15 / 26.01.2021
დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, "ამნისტიის შესახებ" კანონი 10 883 პრობაციონერს ეხება.

უწყების ცნობით, პრობაციის სააგენტომ სასამართლოს უკვე სრულად გადაუგზავნა იმ 10 883 პრობაციონერის საქმე, რომლებსაც "ამნისტიის შესახებ" კანონი ეხება, ამათგან 477 ქალია, 68 კი, არასრულწლოვანი მსჯავრდებული.
10:27 / 26.01.2021
საპატრულო პოლიციამ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში 2 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცოლ-ქმარი - 1980 წელს დაბადებული მ.მ. და 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ნ.ა. დააკავეს. მათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა ედებათ ბრალად.
10:05 / 26.01.2021
„ამირხანაშვილმა სასამართლოში კიდევ ერთხელ დაადასტურა მის მიმართ, ასევე გიორგი შაქარაშვილისა და დანარჩენი პირების მიმართ განხორციელებული ძალადობა. მისი ჩვენებით პირდაპირ დადასტურდა ის გარემოება, რომ ხუთივე მკვლელობაში ბრალდებულს აქვს პირდაპირი შემხებლობა საქმესთან და შაქარაშვილის მკვლელობა მათ მიერ არის ჩადენილი“, - ამის შესახებ პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლოში გურამ ამირხანაშვილის დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
21:45 / 25.01.2021
პროკურატურის ინფორმაციით, ირაკლი ფაბნგანი ბრალდების წარდგენის შემდეგ გათავისუფლდა.
“საქართველოს პროკურატურამ ბათუმში მომხდარი დევნის ფაქტზე ი.ფ.-ს ბრალდება პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ძალადობით დევნის მუხლით წარუდგინა.
18:58 / 25.01.2021
მიმდინარე წლის 25 იანვარს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე დააკავეს.
14:38 / 25.01.2021
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ.
სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის
729 ფაქტი გამოვლინდა.
11:06 / 25.01.2021
კალენდარი
×