პოლიციამ მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა - დაკავებული და მხილებულია 6 პირი
პოლიციამ მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა - დაკავებული და მხილებულია 6 პირი
კატეგორიის სხვა სიახლეები
თავდაცვის მინისტრი გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახს სამძიმარს უცხადებს და პირობას აძლევს, რომ გამოძიება ობიექტურად წარიმართება, - ამის შესახებ მან „ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა.
20:49 / 04.03.2021
საქართველოს პროკურატურამ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გორის რაიონული ორგანიზაციის ქონების დაზიანების ფაქტზე ოთხ პირს - გ.კ.-ს, თ.ა.-ს, თ.მ.-ს და გ.ბ.-ს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2 მარტს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფებმა გ.კ.-მ, თ.ა.-მ, თ.მ.-მ და გ.ბ.-მ შეუწყნარებლობის მოტივით, დააზიანეს ქ. გორში გარსევანიშვილის ქუჩაზე მდებარე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გორის რაიონული ორგანიზაციის ქონება, რამაც 1500 ლარის ქონებრივი ზიანი გამოიწვია.
17:40 / 04.03.2021
სამართალდამცველებმა მოსამართლოს განჩინების საფუძველზე, დოკუმენტის გაყალბების, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის და თაღლითობის მცდელობის ბრალდებით, ორგანიზებული ჯგუფის 5 წევრი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაკავებულთა შორის ერთ-ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ყალბი დოკუმენტაციის გამოყენებით ცდილობდნენ ერთ-ერთი მოქალაქის დეპოზიტზე არსებული თანხის თაღლითურად დაუფლებას.
13:53 / 04.03.2021
თბილისის საქალაქო სასამართლოში გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის დაკითხვა მიმდინარეობს.

თამაზაშვილი ჩვენებას მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მტკიცებულებების ფალსიფიკაციის საქმეზე აძლევს, რომელიც საქმეში ახალი ფიგურანტის - მარიამ შარაშიძის მიერ ბაჩალიაშვილების ოჯახისთვის მიწოდებულ "სქრინებს" შეეხება.

როგორც ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, ეკა ქობესაშვილი აცხადებს, გამოძიებას მოწმისგან ამოღებულ მობილურ ტელეფონზე ექსპერტიზა ამ დრომდე არ დაუსრულებია.

"თეონა თამაზაშვილი სასამართლოს ჩვენებას მისცემს იმ ფაქტთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება "სქრინებს", რომელიც მარი შარაშიძემ წარმოადგინა ჩვენ წინაშე. ის ამბობს, რომ ხშირი მიმოწერა ჰქობდა ბაჩალიაშვილთან და თამუნა მას უყვებოდა, თუ როგორ ემუქრებოდა საფრთხე. ამასთან დაკავშირებით საქმის გამოძიება დაიწყო მტკიცებულებების ფალსიფიკაციის ფაქტზე. გამოძიებას არ ჰქონდა ეს "სქრინები" ნანახი, არც მოწმეებთან არ ჰქონდათ გასაუბრება ჩატარებული, ისე დაიწყეს გამოძიება. ეს ყველაფერი მოხდა ისე, რომ არც ექსპერტიზის დასკვნა არ იყო და არ ვიცოდით, მტკიცებულება იყო თუ არა გაყალბებული.
13:33 / 04.03.2021
სამართალდამცველებმა 1984 წელს დაბადებული ზ.ს. განზრახ მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დანაშაული 11-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, წარსულში არსებული უთანხმოების გამო მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, ორი პირი - 2001 წელს დაბადებული შ.ქ. და 1988 წელს დაბადებული თ.გ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა.
11:35 / 04.03.2021
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, 500 კოლოფი უაქციზო სიგარეტი გამოავლინეს, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

"საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს საქონელი ჩამოერთვა. აღნიშნულ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა", - ნათქვამია განცხადებაში.
11:31 / 04.03.2021
დავით სარალიძის განზრახ, ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ მკვლელობაში მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას ადვოკატი ზურაბ თოდუა საჩივარს სტრასბურგის სასამართლოსთვის ამზადებს. აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თოდუამ განუცხადა. როგორც ადვოკატი განმარტავს, ადამიანის უფლებათა ევროპულ საამართლოში საჩივარს რამდენიმე დღეში გაგზავნის.

თოდუას თქმით, საჩივარში ყურადღებას იმ დაღვევებზე გაამახვილებს, რომელსაც კალანდიას მიმართ ადგილი ჰქონდა. ადვოკატის განმარტებით, საჩივარი ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლო უფლების დარღვევას. თოდუა მიიჩნევს, რომ კალანდიას ეს უფლება დაერღვა ყველა ინსტანციის სასამართლოში, განსაკუთრებით, კი, ეს დარღვევა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებში აისახა.
11:05 / 04.03.2021
"როგორც ვიცით ეს უბედური შემთხვევა მეგობარ გოგოსთან დაკავშირებით მოხდა, ანერვიულების ფაქტის არანაირი შემთხვევა არ ყოფილა, პირიქით ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა ბიჭებთანაც, სერჟანტებთანაც, ოფიცრებთანაც", - განაცხადა გარდაცვლილი სამხედროს ძმამ.

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მიმდინარე წლის 3 მარტს, მე-4 მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურემ, I კლასის რიგითმა ჯ.ძ.-მ განწესში მორიგეობის დროს თვითმკვლელობის მიზნით, თავისივე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა გასროლა, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითაა დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
10:24 / 04.03.2021
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცედურებს კანონიერების და მიზანშეწონილობის მიმართულებით არავითარი პრობლემა არ აქვს.

"ჯანეზაშვილს დღეს არაფერი ახალი არ უთქვამს, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მიდის მსჯელობა და არაერთი კომენტარი გავაკეთეთ. პირველ როგში, უნდა აღინიშნოს, რომ ნათესაური ურთიერთობა საბჭოს წევრებს შორის არ არსებობს, ეს თავად მათაც დაადასტურეს და ამ ბრალდების ავტორებსაც არავითარი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ.

რაც შეეხება ინტერესთა შეუთავსებლობის შემთხვევას, ხაზი უნდა გაესვას, რომ ჩემს შემთხვევაში სამი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი პროცედურა მიმდინარეობს, მე იმ ერთ-ერთ პროცედურაში, სადაც ვარ კანდიდატი, არც ერთ ეტაპზე მონაწილეობას არ ვიღებ, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. რაც შეეხება დანარჩენ ორ პროცედურას, სადაც მე კანდიდატად არ ვმონაწილეობ, კანონით მაქვს ვალდებულება, მივიღო მონაწილეობა და კანდიდატები შევაფასო. ამიტომ საკითხები, რაზეც დღეს ჯანეზაშვილმა ისაუბრა, დიდი ხნის წინ გავლილია. მიმდინარე პროცედურას პრობლემა არ აქვს, ჩვენ ვაგრძელებთ ამ პროცედურას.
15:42 / 03.03.2021
თავდაცვის ყოფილი მინისტრის, მსჯავრდებულ ბაჩო ახალაიას მეუღლის, ადვოკატ ანი ნადარეიშვილის განცხადებით, ახალაია პენიტენციურ დაწესებულებას სასჯელის მოხდის ვადის ამოწურვიდან 4 თვის შემდეგ დატოვებს.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბარში ნადარეიშვილი განმარტავს, ახალაიას სასჯელის ვადა 2021 წლის 6 ნოემბერს ეწურება, თუმცა, მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის პერიოდი არ ჩაუთვალეს და 9-წლიანი სასჯელის ათვლა განაჩენიდან დაიწყეს, რაც ადვოკატის თქმით, აბსურდულია.

"ბაჩოს საბოლოოდ, 9-წლიანი სასჯელი განესაზღვრა, რომელიც 2021 წლის 6 ნოემბერს ეწურება, მაგრამ მოსამართლის საბოლოო განჩინებით, ბაჩო ახალიას წინასწარ პატიმრობაში ყოფნის ვადა არ ჩაუთვალეს და როცა ბოლოს მიუსაჯეს, იქიდან დაუწყეს ვადის ათვლა. გამოდის, რომ ის საპატიმროს 2022 წლის მარტში დატოვებს. ყველა იურისტმა, პირველი კურსის სტუდენტმაც კი იცის, რომ სასჯელის ათვლა ერთი საათიც კი რომ იყო პატიმრობაში, იქიდან იწყება. ასეთი რამ, რაც ახლა ხდება, არც კი მსმენია, სრული აბსურდია.
13:52 / 03.03.2021
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
×