სპეცრაზმმა ენმ-ის ოფისის პირველი სართულიდან მედია და მოქალაქეები გამოიყვანა
სპეცრაზმმა ენმ-ის ოფისის პირველი სართულიდან მედია და მოქალაქეები გამოიყვანა
კატეგორიის სხვა სიახლეები
„ეს იყო ის გრძნობა, რომელიც შეიძლება არსებობდეს ქალსა და მამაკაცს შორის და იყოს სათუთი და ბედნიერი“, - ასე აფასებს გორში არსრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებული მამაკაცის ადვოკატი თამარ თედიაშვილი მისი დაცვის ქვეშ მყოფის ქმედებას.
20:58 / 06.03.2021
შპს "თბილსერვის ჯგუფი" განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ თბილისში სანიაღვრე ჭების სახურავების მოპარვის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, რაზეც დაწყებულია გამოძიება.

"სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის განმავლობაში, დედაქალაქის მასშტაბით, სანიაღვრე ჭების სახურავების მოპარვის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ღია ჭები საფრთხეს უქმნის, როგორც ქვეითად მოსიარულეებს, ასევე, ავტომანქანების მძღოლებს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, უკვე დაწყებულია შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიების პარალელურად, "თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლების მიერ ჭების დახურვის პროცესი მიმდინარეობს", – აცხადებს "თბილსერვის ჯგუფი".
18:08 / 06.03.2021
შსს-ს იმერეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული გ.მ. ვანში დააკავეს. მას ბრალად სამსახურებრივ
საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმა ედება.

"მიმდინარე წლის 5 მარტს ვანის რაიონულ სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი კაცი თავის მოკვლას აპირებდა. სამართალდამცველებმა მიღებულ შეტყობინებაზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს და დაუყოვნებლივ მივიდნენ შემთხვევის ადგილზე.

სანადირო თოფით შეიარაღებულმა გ.მ.-მ., რომელიც თავის მოკვლას აპირებდა, პოლიციელების დანახვისთანავე, მათი მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც დაიჭრა ვანის რაიონული სამმართველოს თანამშრომელი. დაჭრილი პოლიციელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას შესაბამისი დახმარება აღმოუჩინეს.
14:30 / 06.03.2021
არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით, სამართალდამცველებმა გორში მამაკაცი დააკავეს.

როგორც გამოძიებით ირკვევა, მამაკაცის მხრიდან ადგილი ჰქონდა 14 წლის მოზარდთან გარყვნილ ქმედებას.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ძალადობის გარეშე სრულწლოვანის გარყვნილ ქმედებას დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ.

აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ცხრა წლამდე.
14:24 / 06.03.2021
13 წლის გოგოს მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ბრალდებულ ზ.მ.-ს ბრალდება წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის გაუპატიურების და არასრულწლოვნის მიმართ ოჯახური ძალადობის მუხლებით დაუმძიმდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ზ.მ.-მ, 14 წლის ასაკს მიუღწეველი დაზარალებულის მიმართ გაუპატიურება და ფიზიკური ძალადობა განახორციელა.

ზ.მ.-ს ბრალდება 5 მარტს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით (2017 წლის 4 მაისიდან 2020 წლის 17 მარტამდე მოქმედი რედაქცია) და 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ოჯახის წევრის მიმართ, წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის გაუპატიურებას და არასრულწლოვნის მიმართ ოჯახურ ძალადობას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
13:24 / 06.03.2021
მოვყვე, სად ვართ მისულები, სად ველოდებით ბატონ ესებუას?! ბარემ პირდაპირ ეთერში მოვახსენებ - ზეგ მოვალთ, მოემზადე, ბატონო ესებუა, გაიქეცი აქედან, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, როდისაა მოსალოდნელი ზუგდიდში "საქართველოს ბანკის" დაყაჩაღებისთვის ძებნილი ბადრი ესებუას დაკავება.
19:25 / 05.03.2021
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, დღეს სახალხო დამცველის მიერ საჯაროდ გავრცელდა სასამართლოს მეგობრის მოსაზრება (Aმიცუს ჩურიაე), რომლითაც მან ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.

გვსურს განმარტება გავაკეთოთ სახალხო დამცველის მიერ მომზადებულ ზემოაღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით, რათა არ მოხდეს ბრალდებულთა მიმართ მიმდინარე მართლმსაჯულების პროცესის დისკრედიტაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, სასამართლოს მეგობრის სახელით სასამართლოსთვის წერილობითი მოსაზრების წარდგენის მიზანია სასამართლოს დახმარება სათანადოდ შეაფასოს განსახილველი საკითხი და არ არის პროცესის რომელიმე მონაწილის მხარდაჭერა. აღნიშნულის საპირისპიროდ, სახალხო დამცველმა შეითავსა ბრალდებულების ადვოკატის ფუნქცია. ნინო ლომჯარია სრულიად დაუსაბუთებელი და ცალმხრივად მომზადებული მოსაზრებით მოგვევლინა, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სასამართლოს მეგობრის და სახალხო დამცველის როლის საწინააღმდეგოდ, კონკრეტული ბრალდების სისხლის სამართლის საქმის მხარედ.
18:00 / 05.03.2021
პოლიციამ ჩინეთსა და სამხრეთ აფრიკაში "კოვიდ-19"-ის საწინააღმდეგო ყალბი ვაქცინების ათასობით დოზა ამოიღო. ინფორმაციას გამოცემა "გარდიანი" ავრცელებს.

როგორც მომხდართან დაკავშირებით ინტერპოლში განაცხადეს, ეს მხოლოდ "აისბერგის წვერია" და პანდემიის პერიოდში ყალბი ვაქცინებითა თუ მედიკამენტებით ვაჭრობას, სავარაუდოდ გაცილებით დიდი მასშტაბი აქვს.

სამართალდამცავების ცნობით, ყალბი ვაქცინის 2 400 დოზა იოჰანესბურგთან ახლოს, ერთ-ერთი სახლის საწყობიდან ამოიღეს. ასევე, აღმოჩენილია ყალბი პირბადეები. დაკავებულია ჩინეთის სამი და ზამბიის ერთი მოქალაქე.
16:00 / 05.03.2021
თავდაცვის მინისტრი გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახს სამძიმარს უცხადებს და პირობას აძლევს, რომ გამოძიება ობიექტურად წარიმართება, - ამის შესახებ მან „ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა.
20:49 / 04.03.2021
საქართველოს პროკურატურამ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გორის რაიონული ორგანიზაციის ქონების დაზიანების ფაქტზე ოთხ პირს - გ.კ.-ს, თ.ა.-ს, თ.მ.-ს და გ.ბ.-ს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2 მარტს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფებმა გ.კ.-მ, თ.ა.-მ, თ.მ.-მ და გ.ბ.-მ შეუწყნარებლობის მოტივით, დააზიანეს ქ. გორში გარსევანიშვილის ქუჩაზე მდებარე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გორის რაიონული ორგანიზაციის ქონება, რამაც 1500 ლარის ქონებრივი ზიანი გამოიწვია.
17:40 / 04.03.2021
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
×