სპეცდანიშნულების რაზმმა ნაციონალური მოძრაობის ოფისის პირველი სართულიდან მოქალაქეების გამოიყვანა. ისინი სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს ხელებაწეულები შეხვდნენ. ტერიტორია დაატოვებინეს მედიასაც და ამ დროისთვის ენმ-ის ოფისში მხოლოდ ის ჟურნალისტები რჩებიან, რომლებიც სპეცრაზმის შესვლის მომენტში მეორე სართულზე იმყოფებოდნენ.
სპეცდანიშნულების რაზმი ნიკა მელიას აყვანას სხვადასხვა გზით ცდილობს. ისინი ავიდნენ ენმ-ის ოფისის სახურავზეც. მელია ამ წუთებში შენობის ერთ-ერთ სართულზე, ჟურნალუსტებისა და ოპოზიციური პარტიების სხვა ლიდერებთან ერთად იმყოფება.