მეორე პოლიციელის მხრიდან ძალადობა არ ყოფილა, სახელმწიფო ინსპექტორს ყველა კითხვაზე ვუპასუხე, – ამის შესახებ დაზარალებულმა არასრულწლოვანმა შშმ პირმა სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტის დატოვების შემდეგ განაცხადა.
17 წლის ლეონმა, რომელსაც გუშინ პოლიციელი ფიზიკურად გაუსწორდა კომენტარი მეგობარი თარჯიმნის საშუალებით გააკეთა.
“მომხდართან დაკავშირებით დამისვეს კითხვები, სხვა კითხვები არ ყოფილა. კითხვა იყო, იძალადა თუ არა მეორე პოლიციელმა, რომლის მხრიდანაც ძალადობა არ ყოფილა. მე მას ყველაფერზე გავეცი პასუხები, რაც მოხდა, როგორ მოხდა და საიდან დაიწყო. არანაირი უხერხული კითხვა არ ყოფილა და საქმისგან გადახვეული კითხვა. კითხვებზე პასუხები ადვოკატან ერთად გავეცი. დაველოდებით სასამართლო პროცესს და დამნაშავე დაისჯება,” – ამბობს 17 წლის ლეონი.
ცნობისთვის, გუშინ გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ პოლიციელი არასრულწლოვან შშმ პირს ფიზიკურად უსწორდება.
გავრცელებულ ვიდეოკადრებს უკავშირდება, სადაც ჩანს, რომ პოლიციელი შშმ პირს ფიზიკურად უსწორდება. მასალა შსს-მ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს გადაუგზავნა, რომელმაც პოლიციელის მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით დაიწყო.