ნინო ნადირაძის განცხადებაზე მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ყოველგვარი რეაგირების გარეშე... ჩვენ ნინო ნადირაძეს პატივს ვცემთ, არასდროს ჩვენი მხრიდან ნინო ნადირაძის და ზოგადად კლინიკა „ვივამედის“ ექიმების მიმართ რაიმე უარყოფითი განცხადება არ გაკეთებულა, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ კლინიკა „ვივამედში” მიხეილ სააკაშვილი მონახულების შემდეგ განაცხადა.
ადვოკატის თქმით, ამ ეტაპზე მათ ნინო ნადირაძის განცხადებაზე სამართლებრივი რეაგირება არ ექნებათ.
„მიხელ სააკაშვილი საჭმელს ვერ იღებს იმ დაავადებების გამო, რომელიც მას საექსპერტო დასკვნებით დაუდგინდა, რომელიც დადასტურებულია ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევებით. ნინო ნადირაძის განცხადებაზე მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ყოველგვარი რეაგირების გარეშე... ჩვენ ქალბატონ ნინოს პატივს ვცემთ, არასდროს ჩვენი მხრიდან ნინო ნადირაძის მიმართ რაიმე უარყოფითი განცხადება, ზოგადად კლინიკა „ვივამედის“ ექიმების მიმართ არ გაკეთებულა. ამ ეტაპზე არანაირი სამართლებრივი რეაგირება არ გვექნება. ნინო ნადირაძე სასამართლო პროცესზე დაბარებულია, თუ ჩვენებაში იტყვის და გააჟღერებს, ეს მისი პოზიციაა და მოვისმენთ”,- განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.
„ვივამედის“ გენერალური დირექტორმა ნინო ნადირაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ერთადერთი, რაც საყურადღებოა, არის წონა. მისი თქმით, სააკაშვილის ოჯახის წევრებს მასთან საკვების ის კალორაჟი არ მიაქვთ, რაც მისი გამოჯანმრთელებისთვის არის საჭირო.