წლების შემდეგ ირაკლი ეძგვერაძემ პოლიტიკოსობა გადაწყვიტა და ნიკა მელიას გუნდის სახელით თბილისის საკრებულოშიც მოხვდა. სააკაშვილის შეწყალების და „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაწევრიანების შემდეგ ყოფილ მეგობრებთან და “შავი სამყაროს“ წარმომადგენლებთან ურთიერთობა დაეძაბა. მისი გარემოცვის ნაწილმა ნოდარ შუკაკიძის პოზიცია გაიზიარა, თუმცა ნაწილი ეძგვერაძის გარემოცვაში დარჩა, რის გამოც, ამ ორ ჯგუფს შორის დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდა.
წყარო ჰყვება, რომ გლდანში ირაკლი ეძგვერაძეზე გუშინ მომხდარი თავდასხმაც სწორედ ამ დაპირისპირების გაგრძელებაა, თუმცა თავად ეძგვერაძე მომხდარს პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს. რა ვიცით თავად ნოდარ შუკაკიძეზე? - ის ამჟამად 33 წლისაა და ე.წ. „კანონიერ ქურდად“ 2013 წელს, საბერძნეთში „აკურთხეს“. ის ქართველი სამართალდამცველების ჩართულობით და ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობით, 2018 წელს საფრანგეთსა და საბერძნეთში ერთდროულად ჩატარებული სპეცოპერაციების დროს, სხვა რამდენიმე კრიმინალურ “ავტორიტეტთან“ ერთად დააკავეს.

primetime.ge