ფონიჭალაში, სკვერში ორ ბავშვს მანქანა დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, მძღოლმა სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და სკვერში შევარდა. დაშავებული ბავშვები კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევა გუშინ მოხდა.
ბათუმში, ძლიერი ქარის შედეგად ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე რამდენიმე ხე წაიქცა. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა წაქცეულმა ხეებმა მსუბუქი ავტომობილი და ინფრასტრუქტურა დააზიანა.
10 წლის ბავშვი, რომელიც გუშინ, ბათუმის ბულვარში დაშავდა, კლინიკაში გარდაიცვალა. კიდევ ერთი დაშავებული ბავშვი დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრშია მოთავსებული.
ქუთაისში ინტერვენციული მედიცინის ცენტრის მიმდებარედ საქვაბე აფეთქდა, რის შედეგადაც შენობა მთლიანად დაინგრა. ნგრევის შედეგად კლინიკის რამდენიმე თანამშრომელი დაშავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე მდგომარეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, რთული მეტეოროლოგიური მდგომარეობის გამო, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 132-163-ე კილომეტრზე მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიური სამუშაოები ხორციელდებოდა.
მიწისძვრის შედეგად, თურქეთის ქალაქ ანთაქიაში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
თბილისში, ვაზისუბანში, ორი ადამიანი - ქალი და მამაკაცი, ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევა დღეს მოხდა.