შემთხვევა
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბის მიმდებარე ტერიტორიაზე კაცი მსუბუქ ავტომობილში დაიწვა. გარდაცვლილი ადგილობრივებმა ნახეს და მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინეს.

მათი თქმით, 60 წლამდე კაცს ბოლო დროს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა. რა გახდა მანქანაში აალების მიზეზი, ჯერ უცნობია. შემთხვევის ადგილზე ექპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. დაწყებულია გამოძიება.
14:32 / 04.02.2021
 
ქედაში, სოფელ აგარაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული შუახნის ქალი გარდაიცვალა. მსუბუქი ავტომობილი სოფელ აგარაში, ხევში 150 მეტრი სიმაღლიდან გადავარდა.

გარდაცვლილი სოფელ აგარის საჯაროს სკოლის პედაგოგია, რომელიც მეზობლების თქმით, სახლიდან სკოლაში მიდიოდა. მათივე ინფორმაციით, მას გზაში შველი შეხვდა და შეჯახების აცილების მცდელობის დროს მანქანა ხევში 150 მეტრი სიმაღლიდან გადავარდა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.
16:50 / 02.02.2021
 
რამდენიმე წუთის წინ მესტიის მუნიციპლიტეტის სოფელ ხაიშში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. კადრებში ჩანს, რომ ცეცხლი საცხოვრებელ სახლებს უკიდია. ადგილზე სახანძრო-ბრიგადებს ელოდებიან.
14:35 / 02.02.2021
 
მეხანძრე-მაშველებმა ტრავმატოლოგიური ცენტრის პაციენტები გადაარჩინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ თბილისში, წინანდლის ქუჩაზე, გადაუდებელი ტრავმატოლოგიური ცენტრის შენობაში იყო ხანძარი.

ადგილზე უმოკლეს დროში მოხდა რვა სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟის მობილიზება. ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი შეინიშნებოდა სამსართულიანი შენობის პირველ სართულზე. მეხანძრე-მაშველებმა ერთ-ერთ პალატაში მყოფი ხუთი პაციენტი უსაფრთხო პალატაში გადაიყვანეს, სადაც ექიმებს საშუალება მიეცათ მათთვის მკურნალობა გაეგრძელებინათ.
10:14 / 02.02.2021
 
ზუგდიდში, ავარიული შენობის ჩამონგრევის დროს დაშავებული გოგონას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, – ამის შესახებ პირველ არხს ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის გადაუდებელი მედიცინის განყოფილების ექიმმა, მზია გერგედავამ განუცხადა.

მისი თქმით, დაშავებულ მოზარდს მრავლობითი ტრავმული დაზიანებები აღენიშნება, მისი მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის და სტაბილური.

"უტარდება შესაბამისი კვლევები, მონიტორინგი და დინამიკაში დაკვირვება. ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", – განაცხადა მზია გერგედავამ.
16:30 / 30.01.2021
 
დუშეთის რაიონის სოფელ ბულაჩაურთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ.

უწყების ცნობით, შემთხვევის შედეგად მსუბუქი ავტომობილის მძღოლი და მგზავრი დაშავდნენ.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა).
15:23 / 30.01.2021
 
ლაგოდეხში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსვერპლით დასრულდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ. ადგილზე 89 წლის კაცი დაიღუპა, ხოლო სამი ადამიანი კი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, 79 წლის ქალის მდგომარეობა მძიმეა, რომელსაც სხეულზე მრავლობითი მოტეხილობა აქვს. მიღებული დაზიანაბების გამო, ის თბილისში, სპეციალიზირებულ კლინიკაში ამ წუთებში სასწრაფო დახმარების ბრიგადას გადაჰყავს.

წინასწარი ინფორმაციით, ავარიის სავარაუდო მიზეზი გადაჭარბებული სიჩარე გახდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
16:40 / 23.01.2021
 
რუსთავში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლმოკიდებული კორპუსიდან ბავშვები გამოიყვანეს.

ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ რუსთავში, მეშვიდე მიკრო-რაიონში, ერთ-ერთ საცხოვრებლ კორპუსში შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.
18:33 / 22.01.2021
 
თბილისში საცხოვრებელი კორპუსის ფანჯრიდან ხანში შესული ქალი გადმოვარდა და გარდაიცვალა.
14:53 / 21.08.2020
 
რუსეთში, სტავროპოლის ოლქში თბილისიდან კრასნოდარის მიმართულებით მოძრავი სარეისო ავტობუსისა და "კამაზის" მარკის სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან. ამის შესახებ "ინტრეპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
13:10 / 19.08.2018
 
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 12
×