გერმანიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს ინფორმაციას ბერლინის ერთ-ერთ თავშესაფარში მომხდარი ინციდენტის შესახებ, რა დროსაც საქართველოს მოქალაქეები დაშავდნენ. საელჩოში განმარტავენ, რომ ბრანდენბურგის ფედერალური მიწის შსს-ს წარმომადგენელმა საქართველოს შსს-ს პოლიციის ატაშესთან ოფიციალურად უარყო საქართველოში გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, რომ აიზენჰიუტენშტადტში მომხდარი დაპირისპირებისას დაჭრილი საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. მათი ინფორმაციით ოთხი დაშავებულიდან სამი პირი უკვე გაეწერა საავადმყოფოდან. ერთი პირი რჩება საავადმყოფოში, თუმცა მისი მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.