
შემთხვევის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
როგორც „ინფო 9“-ს გალაკტიონის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე თვითმხილველებმა განუცხადეს, მამაკაცი ტაქსით მგზავრობდა, რა დროსაც მას ტელეფონზე დაურეკეს.
ამის შემდეგ, მათი ინფორმაციით, მამაკაცი აღელდა, ტაქსი გააჩერა და მტკვარში გადახტა.
თვითმხილველების თქმით, მამაკაცმა ერთხელ ამოყვინთა, ამის შემდეგ კი გაუჩინარდა.
ადგილზე სამაშველო სამსახურები არიან მობილიზებულები. მამაკაცის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება.