
როგორც „ინფო 9“-ის კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ცეცხლი ბაზრობის ტერიტორიაზე, ერთ-ერთ საწყობს უკიდია.
ადგილობრივების თქმით, ქარხანაში საღებავები იყო მოთავსებული, რაც სავარაუდოდ, აალდა და ხანძრის გამომწვევი მიზეზი გახდა.
ადგილზე სახანძრო და სამაშველო ბრიგადებია მობილიზებული.